”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა აღფრთოვანებულია გუნდის ლიდერით.
ანდონიმ განაცხადა, რომ ლეო მესის საკუთარი კლუბისთვის შეუფასებლად მიიჩნევს: ”მესი დიდებულია, ეს სიმართლეა. მისი შეძენა იმ თანხითაც არ შეიძლება, რაც საერთო საფეხბურთო სამყაროში არის”.
სუბისარეტამ კატალონიური კლუბის შემდეგ მოწინააღმდეგე, ”სპორტინგი” შეაფასა: ”ლა ლიგის შემდეგ ტურში ჩვენ 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს”.



