workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ოთხ რეკორდს უმიზნებს

ბარსელონა ოთხ რეკორდს უმიზნებს

“ბარსელონას” ლა ლიგის მოგებას რამდენიმე ტურში გაინაღდებს და ტიტულისთვის ბოლო ტურებამდე ბრძოლა არ მოუწევს, თუმცა ჩავის გუნდს რამდენიმე რეკორდის დამყარების შანსი ექნება, რისთვისაც სეზონის ბოლომდე მაღალ დონეზე თამაშია საჭირო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 4 ისტორიულ შედეგს უმიზნებს.

საუკეთესო დაცვითი შედეგი ლა ლიგაში

მიმდინარე სეზონში “ბარსას” წარმატების მთავარი მიზეზი დაცვაა – კლუბმა ლა ლიგის 28 ტურში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა და თუ დარჩენილ ტურებში 8 გოლზე მეტს არ გაუშვებს, 2015/16 წლების “ატლეტიკოს” შედეგს გააუმჯობესებს, რომელმაც საკუთარი კარში 18 ბურთი მიიღო.

საუკეთესო დაცვითი შედეგი ევროპაში

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო დაცვითი შედეგი 2004/05 წლების სეზონის “ჩელსის” ეკუთვნის. მოურინიოს გუნდმა მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. “ბარსამ” ამ რეკორდის მოხსნისთვის დარჩენილ 10 მატჩში 5 გოლზე მეტი არ უნდა გაუშვას.

ყველაზე მეტი ქულა ლა ლიგის ისტორიაში

ლა ლიგის ისტორიაში სარეკორდო ქულა 100-ია, რომელიც “რეალ მადრიდმა” (2011/12) და “ბარსელონამ” (2012/13) დააფიქსირეს. “ბარსას”, რომელსაც ამჟამად 72 ქულა აქვს, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებისთვის დარჩენილი 10 მატჩის მოგება სჭირდება, 9 შეხვედრის მოგებისა და ერთის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი რეკორდს გაიმეორებს.

ყველაზე მეტი მოგება ლა ლიგის ისტორიაში

ქულების მსგავსად, ყველაზე მეტი, 32, მოგებაც “ბარსასა” და “მადრიდს” ეკუთვნით. “ბარსამ” ამ რეკორდის მოხსნისთვის დარჩენილი 10 მატჩი უნდა მოიგოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    schedule 14 აპრ 2023, 20:48

    10-დან 10 თამაშის მომგები გუნდი არის ახლა ეს? ჟირონას ვერ მოუგეს…

  • Albicelecte
    schedule 14 აპრ 2023, 20:24

    ამ ბარსას ეს ბოლო 2 რეკორდი არ ეკუთვნის;
    ჯობია სხვა დროს იყოს

  • nika 54
    schedule 14 აპრ 2023, 18:05

    რეკორდები კარგია, მაგრამ მე მაინც ტიტულები მირჩევნია.

  • GURCHO99
    schedule 14 აპრ 2023, 15:51

    Iniesta_8, რა გაუმჯობესება გინდა როცა მთელ სეზონში 1-2 თამაში იყო ისეთი სადაც ტრავმიანი არ გვყავდა, ბარსა ბ-ს ვერ მოთხოვ ჩემპიონთა ლიგის მოგებას

  • Iniesta_8
    schedule 14 აპრ 2023, 14:34

    ციტატა: Don_Andresito
    რეკორდი კი არა ბოლოს რეალი 2 ქულაში მოგვაჯდება


    რეალს საკაიფოდ ჩავიხევთ მარა რა აზრი აქვს, 3 თვის წინ უკვე ვიცოდით რომ ლა ლიგა მოგებული იყო. სუპერ თასი მაინც შეგრჩა ეგეც არაა ცუდი ორი ტიტული რეალურად ძალიან ცუდ სეზონში ავიღეთ. თუმცა ამ ტიტულების მიუხედავად არანაირი გაუმარჯობესება არ იგრძნობა ბარსას თამაშში.

  • Giorgi99
    schedule 14 აპრ 2023, 14:23

    დაიწყეს განაივება უკვე

  • Don_Andresito
    schedule 14 აპრ 2023, 13:54

    რეკორდი კი არა ბოლოს რეალი 2 ქულაში მოგვაჯდება

  • alwaysculerr
    schedule 14 აპრ 2023, 11:54

    ეს მამშვიდებს კიდე თორე ისეთი ჩა*მა სეზონი გვაქ რეალურად რავიცი ამდენი ხანია ბარსას ფანი ვარ და ასეთი სირცხვილი კაი ხანია არგვიჭამია, ბოლობოლო პუტასთან 4-0 წაგებას არმოვსწრებივარ

  • Dursun
    schedule 14 აპრ 2023, 11:30

    მუ ატრაკუნებთ შენი ჭირიმე რა,ჯერ ახტი და მერე დაიძახე ჰოპლა,არ გაბურღეს კაცო ტვინი?!)))