workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტით ინტერესდება

ბარსელონა კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტით ინტერესდება

ვიტორ როკეს შემდეგ “ბარსელონა” კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტით ინტერესდება: Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი “ფლუმინენსეს” 17 წლის ცენტრფორვარდ კაუა ელიასს აკვირდება. 

ამჟამად ეკვადორში სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ელიასი შესანიშნავად ასპარეზობს და პირველ ორ მატჩში დუბლი (ეკვადორისა და ჩილეს წინააღმდეგ) შეასრულა. აღნიშნულ ტურნირზე “ბარსას” სკაუტი იმყოფება, რომელსაც ელიასი ძალიან მოეწონა.

ელიას ნოგეირა ფინიშინგითა და გოლების გატანით გამოირჩევა. ის ორივე ფეხით ურტყამს და შესანიშნავი ტექნიკა აქვს, რაც როგორც სისწრაფის დროს, ასევე მჭიდრო მონაკვეთებში ეხმარება. 

ელიასს ევროპაში გადმობარგება 2024 წლის ზაფხულში შეეძლება, როცა ის სრულწლოვანი გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 13 აპრ 2023, 19:48

    Magari bichia da dzaan bevri akvirdeba europidan ukve. Me is madardebs,argentinelebs rato ar akvirdebian es si**ebi. Useriozulesi taoba mosdit yvela poziciaze. Win 2-3 magari marcxena wingeri ezrdebat,ras aketebn vafshe amat dedas shvc me.

  • Albicelecte
    schedule 13 აპრ 2023, 18:14

    თუ ანსუმ გოლების გატანა დაიწყო და კარგი ნამდვილი ვინგერები დაუყენა ჩავიმ გვერდებზე, ტრავმა მოლეული აქვს, სიმწარე ნაგემი და გამოცდილებაც მიღებული, პირველი ემოციისა და აღმაფრენის შემდეგ, ფეხზე წამოდგომისა და ნამდვილ პროფესიონალად ქცევის;
    წარმომიდგენია, უკან პედრი და ფრენკი რომ ეყოლება და გვერდზე მესი, ბევრად მეტს გაიტანს;
    და კიდევ, ნეიმარის წასვლის მერე მარცხენა ფლანგი არის შავი ხვრელი

  • Rick Sanchez
    schedule 13 აპრ 2023, 18:10

    ვითომ ტალანტები კიარა შემდგარი ვარსკვლავებია საჭირო

  • Albicelecte
    schedule 13 აპრ 2023, 17:30

    რეალი?!
    რით ვერ გაძღა რეალი?! წინ ენრდიქი და ალვარო როდრიგესი ყავს, 17-18 წლისანი არიან;
    იმენა 9-იანები, თორე ფლანგზე აქეთ ვინისიუსი და აზარი(ზამენა), იქეთ ასენსიო და როდრიგო
    2-3-2 მაღალი კლასის შემტევი ჰყავს, ჯამში 7, რომ არ მივათვალოთ მარიანა დიაცები და ეგეთები;
    ნუ ეს ბავშვი 2 მატჩი ჰო, მაგრამ უნდა დააკვირდე კაცი, მაგ ასაკში ანსუს რა სტარტი ჰქონდა? მაგარი, უბრალოდ დაიმტვრა ბავშვი ძალიან ცუდად;
    ცენტრი არის დამტვრეული და პასის მომცემი არ ჰყავს წესიერად, თვითონ ფლანგზე აპახავებენ 9-იანის მონაცემის კაცს და ამას დამატებული უიღბლობაც;
    ნუ დასრულდეს სეზონი და ვანხოთ აბა, ყველა ბრაზილიელი, ვინც კი 2-3 მატჩს კარგად გადააბამს არ გამოდგება რონალდინიო, ეს კი ვიცით

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2023, 15:16

    იყიდონ ეხლავე და დატოვონ მომავალ წლამდე, რო მერე 18 წამის ამბავი არ გაიმეორონ.

  • Don_Andresito
    schedule 13 აპრ 2023, 10:59

    წავა ახლა 15 წლიანი დაკვირვება და ბოლოს რეალი იყიდის