ჩავი ერნანდესმა ფეხბურთელებს 3 დღით დასვენების უფლება მისცა. გუნდი ვარჯიშს პარასკევს განაახლებს.
ხავი მიგელის ინფორმაციით, მწვრთნელმა შენიშნა, რომ რამდენიმე მოთამაშეს მენტალური და ფიზიკური გადაღლილობა ჰქონდა, რის გამოც მათ ფეხბურთისგან დროებით ჩამოშორება სჭირდებოდათ.
სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ ამ პაუზის შემდეგ ფეხბურთელები საუკეთესო ფორმით დაბრუნდებიან.

ისეთი თამაშები ჩაატარეს განსაკუთრებით ბოლო 2, რომ კი დაიმსახურეს, იფრინეს რასაც ქვია.
იმსახურებენ ნამდვილად, ასეთი საოცარი კლასიკოს მერე ხელფასებიც მოუმატონ ფეხბურთელებს კარგი იქნება
ფიზიკურად ძალიან სუსტი გუნდი გვყავს.. შე დალოცვილო მარტო ლალიგას თამაშობ და თუ შუა სეზონში ფეხბურთელები გადაგეწვა მაშინ იმ გუნდებმა რაუნდა თქვან ვინც ლიგაზე და სხვადასხვა ტურნირებზე ჯერ კიდევ იბრძვიან. ანუ გამოდის რომ ამ ფეხბურთელებით მარტო ლალიგაზე თუ ვიჭიდავებთ თორე ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეი დავივიწყოთ. ისიც ლალიგაზე იმით გაგვიმართლა რომ რეალი უფრო კონცეტრირებულია ლიგაზე და ბარსა ამ ერთით ნოლებით და ნოლით ნოლებით ქულებს ქულებზე აწეპებს 😆🤦🏻♂️ ამ ლალიგასაც იგებენ მარა ნახევარი გუნდი გადალეწილი გადამწვარია უკვე
ალბათ ყველამ ნახეთ სიტი-ბაიერნი. მთავარი რაც ძალიან გამეხარდა ძლივს დაჩმორებული გერმანელები ვნახე, და მერე ტემპი. რას დარბოდნენ ეს დალოცვილები, სხვათაშორის ეს ორივე გუნდს ეხება. საიდან ამდენი ენერგია გაგიჟდება კაცი. არ შეიძლება დაურეკოს ჩავიმ პეპს და კითხოს როგორ ახერხებენ ამას, ჩვენებმა რო 2 ტაიმი ამ ტემპში ირბინონ დარწმუნებული ვარ ის 3 დღეც არ ეყოფათ რაც ჩავიმ მისცა ამ ჟირონასთან "გადაღლილ" ბიჭებს.
ჩავისაც არ აწყენდა არდადეგები🙂 მარტო ფეხბურთელების დასვენება არაფერ შუაშია, ცოტა სხვა თვალით თუარ დაიწყო ამ კაცმა სიყუაციის დანახვა ისევ 🍑-სკენ მივდივართ🙂
ძაან სათუთი ფსიქიკის და მენტალიტეტის ფეხბურთელები გვყავს. 😂 ვაი ამათ პატრონს უბედურს.
Aბა რა, თქვენ ეხლა 3 სხვადასხვა ჩემპიონატს თამაშობთ და დაიღლებოდით იასნია…