მომავალ კვირას, ”ბარსელონას” ნახევარმცველს, იბრაჰიმ აფელაის ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც იცით, გუნდის ვარჯიშზე ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. ასეთი ტრავმის მიღების შემდეგ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. იბი ოპერაციას ორშაბათს გაიკეთებს.
წინასწარი ვარაუდით ფეხბურთელი თამაშს 6 თვის შემდეგ შეძლებს.
