workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა არდა გიულერისთვის იბრძოლებს

ბარსელონა არდა გიულერისთვის იბრძოლებს

“ბარსელონა” “ფენერბაჰჩეს” 18 წლის ფეხბურთელის, არდა გიულერის შეძენით ინტერესდება.

Relevo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” თურქს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად მიიჩნევს და მის შეძენას ნებისმიერ ფასად შეეცდება.

გიულერს “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. ფეხბურთელი Transfermarkt-ზე €11 მილიონადაა შეფასებული, თუმცა სტამბოლური კლუბი მას 20 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

არდას შეძენა პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ, ამიტომ “ბარსასთვის” მისი ხელში ჩაგდება იოლი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2023, 21:12

    შემდგარი ფეხბურთელები ხო გვყავს ბევრი, ვითომ ტალანტებიღა გვაკლია

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 15:59

    არდა თარსი სახელია, ერთმა არ გაამართლა უკვე.

  • rivaldo80
    schedule 08 აპრ 2023, 12:52

    ციტატა: Don_Andresito
    რამდენჯერმე ვნახე და ძაან სწრაფი და ცქვიტი ბავშვია მარა თურქეთის ლიგას სად აქვს დონე. მაქედან მოსულები ძირითადად ვერ ქაჩავენ ტოპ ლიგებში, პუჩის სტილია დაახლოებით. ისე დემირი რო ვიყიდეთ და მაგის ვიდეოები ვნახე მეთქი მართლა ავსტრიელი მესია და ტიპი ლა ლიგაში კაცს ვერ ატყუებდა


    ზოგადად ბოლო დროს ლალიგაში კაცის მოტყუება ძალიან რთულია სივრცის ამოკეტვა და პრესინგი ლალიგის გუნდები 1 ადგილზე არიან მგონი.ანსუ რაფინია ტორესი რომ გაუშვა სხვა ლიგებში დარწმუნებული ვარ ბევრად ეფექტურები იქნებიან დემბელე ხო საერთოდ იფრენს.😂😂

  • Don_Andresito
    schedule 08 აპრ 2023, 12:35

    რამდენჯერმე ვნახე და ძაან სწრაფი და ცქვიტი ბავშვია მარა თურქეთის ლიგას სად აქვს დონე. მაქედან მოსულები ძირითადად ვერ ქაჩავენ ტოპ ლიგებში, პუჩის სტილია დაახლოებით. ისე დემირი რო ვიყიდეთ და მაგის ვიდეოები ვნახე მეთქი მართლა ავსტრიელი მესია და ტიპი ლა ლიგაში კაცს ვერ ატყუებდა