workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლა ლიგას მესის დაბრუნების გეგმას გააცნობს | Sport

ბარსელონა ლა ლიგას მესის დაბრუნების გეგმას გააცნობს | Sport

“ბარსელონამ” ლეო მესის დასაბრუნებელი გზების ძიება დაიწყო.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის წევრები მომდევნო კვირაში ლა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ლეო მესის შეძენის გეგმას წარუდგენენ. 

წყაროს ცნობით, “ბარსას” ხელმძღვანელობამ, მატეუ ალემანის ლიდერობით, მომდევნო სეზონისთვის სახელფასო ხარჯების შემცირების გეგმა დასახა, რამაც კლუბს მესისა და სხვა ფეხბურთელების დამატების საშუალება უნდა მისცეს. გეგმა მოთამაშეების გასხვისებასა და ხელფასების შემცირებას მოიცავს.

“ბარსელონა” პოზიტიურადაა განწყობილი და ლა ლიგისგან ხელშეწყობას ელის, ვინაიდან მესის დაბრუნება ეკონომიკური თვალსაზრისით ლა ლიგის ინტერესებშიცაა. 

ფინანსური საკითხის მოგვარების შემდეგ, “ბლაუგრანა” არგენტინელის გადაწყვეტილებას დაელოდება. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 10 აპრ 2023, 12:53

    ტებას, თუ ხელი შეუშალე ოჯახს მიგიცენზურებ.

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 16:36

    მარტო მესის მოყვანას რა აზრი აქვს, ობამა, დი მარია და მე მგონი უკვე ბევრად შედეგიანი თავდასხმა გვეყოლება. თან ფულიც არ იქნება საჭირო.

  • Andria
    schedule 07 აპრ 2023, 21:41

    ნოდო ბარდაველიძე, პედრის რამდენი გოლი აქ აბა ამ სეზონში ? 😀 ტიპს 14 დარტყმაში 10 გოლი ქონდა არანორმალური სტატისტიკაა

  • Rick Sanchez
    schedule 07 აპრ 2023, 16:11

    იმედი არ ჰქონდეთ რო ლალიგა რამეში ხელს შეუწყობს მესის ტრანსფერს

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 07 აპრ 2023, 14:44

    ციტატა: Griezzy7
    რა აზრი აქ მესის მოსვლას თუ ისევ ფატი ტორესი ლევანდოვსკი რაფინია და დემბელე დახვდებიან შეტევაში? ან თუნდაც კარასკო 🤣🤣🤣 მაქსიმუმ მეოთხეფინალში გავიდეს ეს გუნდი მესისთან ერთად. ნახევარდაცვას და შეტევაც ძალიან გასაძლიერებელია. კრეატიული ნახევარმცველი არ ყავს გუნდს. ეხლა არ გამოხტეთ და პედრია ეგეთიო არ მითხრათ. 0 ასისტი აქვს მაგ კრეატიულ ნახევარმცველს. პედრი სხვა სტილია საერთოდ.

    ინიაკი პენია, ლენგლე, უმტიტი, გარსია, დესტი, კესი, ნიკო, ეზალზული, ფატი, ტორესი – ეს ყველა ფეხბურთელი გასაყიდია. რაფინიაც მიაყოლონ თუ მოიყვანენ სკამისთვის ვინმეს. ლევანდოვსკი მარტო ელჩეს დონის გუნდებთან გამოუყვანონ და გრანდებისთვის სხვა ფორვარდი მოიყვანონ თორე აზრი არაქვს


    რატო დახვდებიან მესის გარდა სხვაც მოყავთ ძმა

  • Clever liar
    schedule 07 აპრ 2023, 14:42

    ციტატა: Griezzy7
    რა აზრი აქ მესის მოსვლას თუ ისევ ფატი ტორესი ლევანდოვსკი რაფინია და დემბელე დახვდებიან შეტევაში? ან თუნდაც კარასკო 🤣🤣🤣 მაქსიმუმ მეოთხეფინალში გავიდეს ეს გუნდი მესისთან ერთად


    ჯგუფში ჩარჩენას და მერე კომფერენსლიგიდან გამოვარდნას ხო ჯობია მეოთხედ ფინალის წინ ნახევარ ფინალში გასვლაზე ფიქრი და ოცნება? :)))) მერე მესის მოსვლით მესი თავის საქმეს გააკეთებს და ლევანდოვსკიც აღარ იდრიფტავებს ცეფგაწყვეტილი ტრაქტორივით მოედნის ცენტრში.. ანუ გამოდის 2 კაციან გუნდში 2იც რო დაგვემატება უკვე 4 კაცი ვიქნებით :))

  • Don_Andresito
    schedule 07 აპრ 2023, 14:11

    კი მაგრა შეგვიწყობენ ხელს. აგერ ნახავთ შემდეგი სტატია სათაურით: ლა ლიგა ბარსას მესის დაბრუნების უფლებას არ აძლევს