workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
€400 მილიონი წელიწადში – ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის

€400 მილიონი წელიწადში – ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის

ლიონელ მესიმ საუდის არაბეთიდან ასტრონომიული შეთავაზება მიიღო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ალ ჰილალმა” 35 წლის ფეხბურთელს ოფიციალური წინადადება გაუგზავნა და ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონი ევრო შესთავაზა.

არაბული კლუბი მზადაა, მესი მსოფლიის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. არგენტინელს კრიშტიანუ რონალდუზე ორჯერ მეტი ხელფასი ექნება, რომელიც “ალ ნასრიში” €200 მილიონს გამოიმუშავებს. 

ფაბრიციო რომანოს ცნობით, აღნიშნული წინადადების მიუხედავად, მესის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა. არგენტინელი “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტს ჯერ არ ახანგრძლივებს, რადგან კლუბისგან სპორტულ გარანტიებს ითხოვს. ბოლო ცნობებით, ლეო უპირატესობას “ბარსელონაში” დაბრუნებას ანიჭებს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, “ბარსას” ამ ეტაპზე მისთვის გარანტიის მიცემა არ შეუძლია.

დიდი ალბათობით, მესის მომავალი ზაფხულამდე არ გაირკვევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 05 აპრ 2023, 20:21

    დიდი ალბათობით, მესის მომავალი ზაფხულამდე არ გაირკვევა.
    აბა 70%-ია დაბრუნების შანსიო?

  • me da barca
    schedule 05 აპრ 2023, 15:30

    ამ შეიხებმა ფეხბურთი სავაჭრო მოედნად აქციეს. მალე წავა შეთავაზებები, მე ამ ჭაბურღილის ამდენ პროცენტს მოგცემ, მეორე იტყვის მე ამ ჭაბურღილს 30 წლით მოგცემ, ყველაზე კეთილი კი მთლიანად შენი იყოს, ოღონდ ჩემ გუნდში ითამაშე. ამ შეთავაზებაშიც ხომ უნდა იყოს რაღაცა დასაშვები ზღვარი პეირ ფლეის პონტში, ყველას ხომ არ აქვს ნავთობი და გაზი. თუ არ დაარეგულირეს შეიხები ფეხბურთს მოკლავენ .

  • Rick Sanchez
    schedule 05 აპრ 2023, 11:19

    ეს, რომ ახლა ევროპიდან წავიდეს რონალდუზე ცოტა უჩლ ექნება და არ აწყობს. უნდა დაბრუნდეს ჩვენთან და გაასწროს თასებით იმ პორტუგალიელს🫶🫶

  • Dimitri359
    schedule 05 აპრ 2023, 09:12

    მეფესავით იქნება, წავიდეს 2-3 წელი და ბოლოს დაბრუნდეს ბარსაში ერთი სეზონით კარიერის დასასრულებლად. ნუ მე ასე ვიზამდი 🙂

  • Dina
    schedule 05 აპრ 2023, 01:17

    Dani alves,
    ფულის შოვნა, ისე ჟღერს, ვითომ , ახლა კაპიკები ჰქონდეს დაგროვილი, :დდდ
    ანუ, რავი იკმაროს ის რაც აქვს რა, რატო არ , რო ადამიანებს რაც მეტი აქვთ მით უფრო მეტი უნდათ.:)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 05 აპრ 2023, 00:01

    Yvelas gvinda amis dabruneba,mara bichebo da gogoebo zedmet imedebs nu gaichent,mere ufro mtkivneuli iqneba ro ver movides….

  • Dani alves
    schedule 04 აპრ 2023, 23:57

    რომც არ დაბრუნდეს ვინ გაამტყუნებეს.
    ასაკშია და ფულის საშოვნელად რომ წავიდეს, მარა არა მგონია

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 აპრ 2023, 23:38

    არ ვიცი მე, ალ ჰილალი, ალ ნასრი და კვატა კიდო! ლომი ბარსაში სახლში ბრუნდება! დაანებეთ თავი!