workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლეო მესის 1+1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

ბარსელონა ლეო მესის 1+1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, “ბარსელონა” ლეო მესის ტრანსფერზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი არგენტინელ ლეგენდასთან მოლაპარაკებებს ამ კვირაში დაიწყებს და მას 1+1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ლიონელი პსჟ-ში დარჩენას არ აპირებს.

“ბარსამ” იცის, რომ მესის მომავალთან დაკავშირებით მოზომილად უნდა ისაუბროს და სწორედ ასეთ განცხადებებს გააკეთებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Barca1980
    schedule 04 აპრ 2023, 22:53

    ძალიან ბევრი ფეხბურთელის ბუცების ჩამოკიდების შემდეგ გამჩენია უკმარისობის გრძნობა(რონალდინიო,ხავი, ინი ,პუი,ანრი,ბერკამპი, ბატიგოლი,დელპიერო ბევრი ყველას ვერ ჩამოთვლი ) , თუმცა უდიდესი სიცარიელე დაისადგურებს ალბათ როდესაც მესი ბოლო თამაშს ჩაატარებს და დასრულდება ეს ზღაპარი , რომელიც რამდენი წელია სიცოცხლესაც გვიხალისებს და ნერვებსაც გვიშლიდა ხშირად . წარმოუდგენელია წარსულ დროში ისაუბრო იმ ჯადოქრობაზე , რასაც მესი მწვანე მინდორზე აკეთებდა . თუმცა მადლობა ნამდვილად უნდა ვთქვათ ყველამ , ვისაც მისი თამაშის ხილვის ბედნიერება გვარგუნა ბედისწერამ , პაიჭაძეზეც სხვათაშორის და თანაც რა სპექტაკლი დადგა ?!

  • me da barca
    schedule 04 აპრ 2023, 22:42

    ვირთხა ტებასმაც შეიტანა თავის წვლილი ლეოს გაგდებაში იდიოტური კანონებით, რომელიც მარტო ბარსას შემთხვევაში ახსენდება მაგ დედა მიცენზურებულს. იმედია მოგეკითხება ყველაფერზე და არა მარტო შენ.

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2023, 21:13

    ბარსელონა ლეო მესის 1+1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს?
    რა ვიცი მე მგონი მესი თავად იგრძნობს როდის მოუწევს თამაშისთვის თავის დანებება.

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2023, 19:46

    მსოფლიოს, რომ ბარსას ფეხბურთელის რანგში შეხვდეს არ ჯობია??

  • M10 S9 D11
    schedule 04 აპრ 2023, 18:50

    მინიმუმ სამი სეზონი უნდა იყოს ბარსაში მერე მუნდიალიც მოუწევს და ჩამოკიდებს ბუცებს

  • Andria
    schedule 04 აპრ 2023, 16:48

    Albicelecte, ახალ კამპნოუზე ითამაშებს მეფე აუცილებლად თან მხოლოდ შემდეგ სეზონში ვითამაშებთ მონჟუიკზე კამპნოუზე 24/25 წლების სეზონში დავბრუნდებით და ბოლო სეზონს ჩაატარებს ახალ კამპნოუზე

  • cruyff9
    schedule 04 აპრ 2023, 16:42

    ზუსტად 2 წელი ითამაშოს!!მერე კიდე წავა ამერიკაში და მსოფლიოსთვის მოემზადება

  • Albicelecte
    schedule 04 აპრ 2023, 16:12

    მერე თვითონ გადაწყვეტს;
    ალბათ ასე მოხდება, 2025-ში განახლებული კამპ ნოუ გაიხსნება, პირველი მატჩი მეფის გაცილებისა იქნება;
    მერე ალბათ ინტერ მაიამიში წავა ბუსთან ერთად, 3-4 სეზონი გააგორებს ბურთს, ამერიკელებს ფეხბურთის პოპულარიზაციაში დაეხმარება, 1 წელი რჩებათ მუნდიალამდე და მესის თემა ძალიან დაეხმარებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ოთხეულისათვის იჭიდაონ;
    და ალბათ მილეწ-მოლეწავს ალ ნასრის რეკორდებსაც smiley smiley

  • MSN G.O.A.T
    schedule 04 აპრ 2023, 16:00

    ცოტაა რა 1+1