მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრები პიკეს თამაშს ითხოვენ

გულშემატკივრები პიკეს თამაშს ითხოვენ

ცნობილმა ესპანურმა პორტალმა Sport.es, მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი იყო, დაედგინათ იმ საწყისი თერთმეტეულის ვინაობა, რომელთა ხილვაც გულშემატკივრებს “ბატეს” წინააღმდეგ მატჩში სურთ.

 

მაშ ასე, მომხმარებლებმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოუნახეს ხავიერ მასკერანოს, რომელიც “ბარსელონას” დაცვის ხაზში არსებული ტრავმიანობის დროს მცველის როლს კისრულობდა. ახლა, როდესაც პიკემ და პუიოლმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს, “კულეები” საწყის თერთმეტეულში სწორედ ხსენებული ორი ფეხბურთელის დაყენებას ითხოვენ.

 

დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე შესაბამისად ალვეში და აბიდალი არიან განთავსებულები. მასკერანოს ძირითადში ყოფნას, გულშემატკივრებმა ბუსკეტსის ხილვა ამჯობინეს. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ თამაშში გუნდის შუახაზში სწორედ ბუსკეტსი შეუწყვილეს სესკსა და ჩავის.

 

სასურველი თავდასხმა კვლავ უცვლელია და შედგება ვილიას, მესისა და პედროსგან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში