workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრიორიტეტულია სამიზნე ვიტორ როკეა, ობამეიანგი – ალტერნატივა

პრიორიტეტულია სამიზნე ვიტორ როკეა, ობამეიანგი – ალტერნატივა

“ბარსელონა” მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის დამატებას შეეცდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიური კლუბისთვის პრიორიტეტული სამიზნე ვიტორ როკეა, რომელიც ახალგაზრდაა და უდიდესი პოტენციალის მქონე ტალანტად მიიჩნევა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ალტერნატიული ვარიანტი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელსაც “ბარსაში” ძალიან აფასებენ და სატრანსფერო სიაში ჰყავთ.

გაბონელი მზადაა, დაბალი ხელფასი მიიღოს და სათადარიგო ფეხბურთელის როლი მოირგოს, მაგრამ “ბარსელონა” მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ვიტორ როკეს ტრანსფერი ჩაიშლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2023, 22:18

    როკეს მამა უკვე არსენალს ელაპარაკება და ეგეთი ვითომ კულე არ გვჭირდება, ობამეანგი მოიყვანონ მუქთი მაინც იქნება.