” ამ ადამიანს მარცხენა ფეხი მარადონასი აქვს, სისწრაფე კრუიფის, პასი კი– რონალდინიოსი”– ასე წერდნენ გაზეთები მესის დებიუტზე. ლიონელი თანამედროვეობის საუკეთესი ფეხბურთელია. ის უნიკალურია, ითვლება ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მსოფლიოში. ის თავს კარგად გრძნობს თავდასხმის ცენტრში, ფლანგებზე, განსაკუთრებით კი მარჯვნივ თამაში უყვარს. მესი სიმაღლის ნაკლებობას ადვილად ინაზღაურებს პოზიციის სწორად შერჩევით. მისი არაამქვეყნიური სისწრაფე და ბურთის ფლობა მისი “მომაკვდინებელი იარაღია”.
ლეოს თამაში გხიბლავს და გაჯადოვებს, ყოველ ახლა სეზონში იგი უფრო ძლიერდება და უფრო სრულყოფილი სახით წარდგება ხოლმე ჩვენს წინაშე. მესიზე ლაპარაკობენ ვარსკვლავები:
“მესის შეჩერება შეუძლებელია”– ტიერი ანრი.
“კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ლეო მას ბევრად აღემატება.იგი თანამედროვეობის მარადონაა”– სამუელ ეტო’ო.
” ის ყველა ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია”– ხუანხო ბრაუ (“ბარსელონას” ფიზიოთერაპევტი).
ლეო ყველა თამაშში ახალ სასწაულს სთავაზობს მაყურებელს, უყურებ მის თამაშს და ფიქრობ: ალბათ სწორედ ესაა ერთი მსახიობის თეატრი.