მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გუშინ გამართულ ცერემონიალზე ჩავი ერნანდესს ყოველწლიური Primo Sport Cultura de Barcelona-ს ჯილდო მეექვსედ გადაეცა. აღნიშნული პრიზი გადაეცემათ იმ ცალკეულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც თავიანთი მოღვაწეობით წვლილი შეაქვთ სპორტისა და კულტურის განვითარებაში და გასული წლის მაჩვენებლებით ამ კუთხით ყველასგან გამოირჩევიან. სამწუხაროდ ჩავი ვერ დაესწრო ხსენებულ ცერემონიალს კლუბის იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც კრძალავს მოახლოვებული თამაშის წინ საზოგადოდ გამოჩენას. ცერემონიას დაესწრნენ “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის არაგონესი და ჩავის მამა ხოაკიმ ერნანდესი, რომელმაც თავისი შვილის ნაცვლად იყო წარმოდგენილი.

 

გუშინ გამართული დილის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჩავიმ ჩაწერა მცირე ვიდეო რგოლი, სადაც ის ბოდიშს უხდის შეკრებილ საზოგადოებას იმისთვის, რომ ვერ დაესწრო ცერემონიალს და გამოხატავს თავის კმაყოფილებას ჯილდოს მიღების გამო. ჩავი ასევე შეეხო ლუის არაგონესს და განაცხადა: “ის არის ნომერ პირველი ჩემს კარიერაში. მან შეცვალა ჩემი აზროვნება და ეროვნული ნაკრები… ესპანური ფეხბურთის ამ თაობის უდიდესი არქიტექტორი.“

 

თავის მხრივ არც არაგონესმა დააკლო საქებარი სიტყვები ჩავის და განაცხადა: “ის ყოველთვის იყო ჩემი სისუსტე.” ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა მწვრთნელმა დაამატა, რომ “ჩავი იმსახურებს ამას და კიდევ უფრო მეტს. ცხოვრების ყველა ასპექტით ის ძალიან საინტერესო ადამიანია.”

 

ჩავის ნაცვლად ჯილდო ხოაკინ ერნანდესმა მიიღო, რომელიც ფეხბურთელის მამაა და ცერემონიალზე თავისი შვილის ინტერესებს წარმოადგენდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში