მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ბურმა გვარდიოლასგან რჩევები მიიღო

დე ბურმა გვარდიოლასგან რჩევები მიიღო

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება, კონსულტაცია გაიარა კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელ, ხოსეპ გვარდიოლასთან.

 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. სწორედ ამიტომ მე დავუკერე გვარდიოლას და გავესაუბრე მას. იგი ძალიან ჭკვიანი და კარგი მწვრთნელია. ასევე მან კარგად იცის “რეალის” სუსტი და ძლიერი მხარეები. მადრიდელები ნელ-ნელა უმატებენ თამაშს, თუმცა კატალონიელები ამ პლანეტას არ მიეკუთვნებიან. ისისნი კვლავ საუკეთესოები არიან. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს შეხვედრას “თეთრებთან”, თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვითამაშებთ ფეხბურთს, მაშინ მოედნიდან თავაწეულები გავალთ და ქულებსაც გავიყოლებთ, ხოლო თუ შარშანდელივით შეგვეშინდება, ამ შემთხვევაში დამცირებულები ვიქნებით.” -ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში