მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “რეალის” და “ბარსელონას” ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება”

ჩავი: “რეალის” და “ბარსელონას” ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ არ შეიძლება მისი გუნდის და მადრიდის “რეალის” ერთმანეთთან შედარება, რადგან ორივე მათგანს სხვადასხვა თამაშის სტილი გააჩნია.

 

“ყველაზე დიდი განსხვავება “ბარსასა” და “რეალს” შორის არის ის, რომ მადრიდელთა ფეხბურთელები ცდილობენ ინდივიდუალურად შექმნან საგოლე ეპიზოდები, ანუ თითოეულ მათგანს უყვარს ბურთის წაღება და პასის არ გაკეთება. კატალონიაშიც ბევრი გვყავს ისეთი, ვისაც თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ყოველთვის გუნდურად ვუტევთ და გამოგვდის კიდეც. “თეთრებმა” ეს ინდივიდუალურობა კარგი იციან, მაგრამ სულ ასეც არ შეიძლება. კლუბში ყველა მოთამაშე შეთამაშებული უნდა იყოს ერთი-მეორესთან.” -ციტირებს ჩავის სიტყვებს Der Tagesspiegel.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში