მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ ისაუბრა 3-4-3 ტაქტიკაზე, რომელსაც ამ ბოლო დროს მისი გუნდი ხშირად ხმარობს. ესპანელი მცველის აზრით სამი უკანდახეული მოთამაშე საკმარისია კარის მშრალად შესანახად.

 

“ეს ტაქტიკა ძალიან კარგია. როცა მოედნის ცენტრში ერთით მეტი ფეხბურთელია, მოწინააღმდეგე გუნდი ვერ ახერხებს ლაღად თამაშს. დაცვაში კი ნამდვილად არ გვიჭირს, იმიტომ, რომ “ბარსელონას” მაღალი დონის დამცველები ჰყავს. იმედი მაქვს გავაგრძელებთ წარმატებით გამოსვლას და მოვიპოვებთ ტიტულებს.” -ციტირებს პიკეს სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.

 

“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” სწორედ 3-4-3 წყობით ეთამაშნენ “ატლეტიკოს” პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში და 5:0 გაანადგურეს მეტოქე.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში