ოფიციალურად: ანსუ ფატიმ თამაშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: ანსუ ფატიმ თამაშის ნებართვა მიიღო

“რეალ მადრიდთან” თამაშის წინ “ბარსელონას” ბანაკში კარგი ამბავია – გუნდს ესპანელი შემტევი ანსუ ფატი დაუბრუნდა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფატიმ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

ანსუმ დაზიანება რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც მას “ალმერიასთან” მატჩის გამოტოვება მოუწია. თუმცა, 20 წლის თავდამსხმელმა ტრავმა უკვე მოირჩინა, დღეს გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და იგი “ელ კლასიკოს” განაცხადშიც მოხვდა.

მიუხედავად ფატის დაბრუნებისა, “ბარსა” “კლასიკოს” მაინც დიდი დანაკლისით ხვდება. “რეალ მადრიდთან” რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და უსმან დემბელე ვერ ითამაშებენ.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (12)

  • tbilisi
    02 მარ 2023, 13:48

    ფატი – მე არასდროს მეგონა და არც ეხლა მგონია რომ ამან სადმე რამე ისტორია დაწეროს მაგრამ იქნებ კარგი ფსიქოლოგის ხელში, კარგი მწვრთნელის (ჩავის არ ვერჩი), კარგი თანაგუნდელების ხელში რაღაც სითამამე მიიღოს და საშუალო დონის ფეხბურთელად მაინც ჩამოყალიბდეს და სადმე საშუალო დონის გუნდში ითამაშოს.
    თავდამსხმელი რომ ხარ კაცის მოტყუებაზე ხომ უნდა წახვიდე? თამაშში 5 ჯერ შეიძლება არ გამოგივიდეს მაგრამ ერთხელ გამოგივიდეს და გაიტანო. 10 დან 10 ვის გამოსდის? პელეც კარგავდა და მარადონაც და მესიც მაგრამ ხომ უნდა ითამაშო ფეხბურთი? შანსი რომ გეძლევა და თამაშობ, სულ უნდა დარბოდე, პასს ითხოვდე, ცეცხლივით უნდა იყო 20 წლის ბიჭი, არ უნდა იღლებოდე.

  • me da barca
    01 მარ 2023, 22:32

    ვსიო, ამის გამჩერებელი აწი არავინაა.

  • lesane C
    01 მარ 2023, 22:07

    ციტატა: Genius8
    აუუ კრისტენსენს დისკომფორტი აქო უყურე ეხა გარსიას საცოდაობას🥲


    გარსიას დაყენებას კუნდე დააბრუნოს ცენტრში და მარჯვნივ ბალდე დააყენოს ჯობია, ვნახოთ რას მოიფიქრებს ხავი

  • Genius8
    01 მარ 2023, 21:09

    აუუ კრისტენსენს დისკომფორტი აქო უყურე ეხა გარსიას საცოდაობას🥲

  • Andria
    01 მარ 2023, 20:33

    კრისტენსენს აქვს პრობლემები 15 წუთი ივარჯიშა მხოლოდ :)) რავი მინიმალურად წავაგებთ იმედია

  • Iniesta_8
    01 მარ 2023, 20:27

    ეს გინდ გყოლია გინდ არა. 4-5 კაცი ათრევს 25 კაციან გუნდს. პედრის, არაუხოს, შტეგენის, კრისტენსენის და ლევანდოვსკის გარდა არცერთის იმედი არ უნდა გქონდეს.

  • nika 54
    01 მარ 2023, 19:04

    ნუ რახან ფატი ბრუნდება მოგვიგია და ეგ არის, საწყენია რო ალმერიასთან არ იყო და იმიტომაც წავაგეთ.

  • NEYBarca
    01 მარ 2023, 19:00

    იქნებ ამ ბოლო მიღებულმა ტრამვამ შიში გაუქროს ტრამვის მიღების და ამოიქოქოს რამენაირად ესჩემისა. რა გოლის ალღო, რა სქილები ქონდა ეჰჰ გული მწყდება…

  • Fc Barca Batumi
    01 მარ 2023, 18:11

    წავიდა ჰეე…
    დღეს ის ფატი აღარ არიი…
    აღარც პედრი, აღარც დემბუზა არიი,
    ღმერთო ბარსას ერთხელ კიდევ გადმოხედეე
    ვინ დაგვწყევლა, მე იმისი კუბო დავდგიი.. laughing stuck_out_tongue_winking_eye smile
    ———————————————————–
    ჩავი, დარწმუნებული ვარ ასეც ფიქრობ, რომ ფერანს, რაფინიას და რობერტოს გაუშვებ!!!
    ————————————————————-
    რა მივამღერეე? მაგრამ ბარსა მალე დადგება ფეხზე! ეგრეა რა მოთმინება გვმართებს!

  • .Gladiator.
    01 მარ 2023, 17:32

    ლა ლიგის პირველ კლასიკოში ერთადერთი გოლი ამან რო შექმნა ხო არ დაგავიწყდათ

  • Rick Sanchez
    01 მარ 2023, 16:50

    ვერაფერს ვერ იზამს, შეტევაში ყველაზე სუსტი წერტილია

  • CuleTillIDie
    01 მარ 2023, 16:30

    რაღა გვიჭირს