საფეხბურთო საიტი footballpress.net იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია, ტულუზასა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველით მოუსა სისოკოთი. ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესებულია “ფიორენტინა”. სისოკო 20 წლის გახლავთ. მას როგორც ჩამშლელ ნახევარმცველად, ისე შეტევაშიც კარგად შეუძლია თამაში. სისოკოს უთამაშია საფრანგეთის 16, 17 და 18 წლამდელთა ნაკრებებში. მას დებიუტი საფრანგეთის ბაკრების პირველ გუნდში ოქტომბერში, ფარერების კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა.
წყარო:totalbarca.com


