კლუბების სიახლეები:
ხერარდ პიკე “ბარსელონას” დაცვას უბრუნდება, თუმცა კატალონიელთა ლაზარეთს ამჯერად ჰოლანდიელი შემტევი, იბრაჰიმ აფელაი შეემატა. ტრავმირებულნი არიან ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესიც.
“ატლეტიკოს” შემადგენლობაში დღეს ბრაზილიელი ნახევარმცველის, დიეგოს თამაში საეჭვოა.
მწვრთნელთა აზრები:
პეპ გვარდიოლა: “ჩვენ 17 ბურთი გავიტანეთ, რაც ნამდვილად ბევრია, თუმცა დაცვაში ხარვეზებია და ამას გამოვასწორებთ, წინა ტურში ჩვენ დიდებულ გუნდთან, “ვალენსიასთან” მოვიპოვეთ ქულა”.
გრეგორიო მანსანო: ” ჩემი კლუბი კარგად გამოიყურება, ჩვენ თამაშს ვაკონტროლებთ და მომენტებსაც ვქმნით”.
მცირე სტატისტიკა:
“ბარსელონას” და “ატლეტიკოს” შორის გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან, მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ.
“ბლაუგრანა” ზედიზედ მე–4 სეზონია მადრიდელებს ამარცხებს “კამპ ნოუზე”.
“ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც გვარდიოლას “ბარსა” 2–ჯერ დაამარცხა ესპანეთის ჩემპიონატში.
მესიმ 10 შეხვედრაში 11 გოლი გაუტანა “ატლეტიკოს”.
“ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია რომელმაც მესის 4–ჯერ აგემა მარცხი.
“ბარსელონამ” გვარდიოლას ერაში უკვე 20 გოლი გაუტანა დედაქალაქელებს.
მადრიდელებს ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 1.
“ატლეტიკომ” მხოლოდ 2 მატჩი წააგო, ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან “ლა ლიგაში”.
“როხიბლანკომ” ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო წელს პრიმერაში, მათ ზედიზედ 3 მატჩი არ მოუგიათ 2010 წლის იანვრის შემდეგ.