მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილია: “დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს “ბარსა” და “რეალი” ლიდერები იქნებიან”

მილია: “დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს “ბარსა” და “რეალი” ლიდერები იქნებიან”

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის მილიამ ისაუბრა კატალონიის “ბარსელონაზე”, მადრიდის “რეალზე” და მთლიანად პრიმერა დივიზიონზე. მისი აზრით, სეზონის დასასრულს, “ლურჯ–ბროწეულისფერებიც” და “თეთრებიც” ცხრილის თავში, პირველ–მეორე ადგილზე იქნებიან.

 

“სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. სასიამოვნოა, როცა ორ ასეთი დონის გუნდს ჩავარდნა აქვს. ამით სხვებსაც შანსი ეძლევათ და ჯერჯერობით ბევრი ამ შანსს კარგადაც იყენებს. “ვალენსიამ” “ბარსასთან” ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ძალიან გამეხარდა. “ღამურები” ბოლომდე იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. ასევე “ბეტისსაც”, “ატლეტიკოსაც” და “მალაგასაც” ძალუძთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. ეს ყველაფერი, იმ აზრს, რომ ლა ლიგა ორი გუნდისაა, აბსურდულს ხდის. წინ საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის და ვგონებ, ბოლოს მაინც “რეალი” და “ბარსელონა” მოექცევიან ცხრილის თავში.” –ციტირებს მილიას სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.

 

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ლუის მილიამ თავისი კარიერის 5 წელი “ბარსაში” გაატარა და 54 შეხვედრაში მონაწილეობისას, 2–ჯერ გამოიჩინა თავი. შემდეგ იგი “რეალში” გადაბარგდა და 7 წელში ჩატარებულ 165 მატჩში, 3–ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში