მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: “მე ტურე 32 მილიონ ევროდ ვიყიდე, ხოლო როსელმა იგი 30–თად გაყიდა”

ლაპორტა: “მე ტურე 32 მილიონ ევროდ ვიყიდე, ხოლო როსელმა იგი 30–თად გაყიდა”

კატალონიის “ბარსელონას” ექს–პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გააკრიტიკა კლუბის ახლანდელი ხელმძღვანელობა სანდრო როსელის თავკაცობით. გეტყვით, რომ ლაპორტასაც არ მოჰკლებია კრიტიკა მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ. “ბლაუგრანას” ამჟამინდელმა მეპატრონემ მას ფულის გათეთრებაში და ტყუილ–უბრალოდ გაფლანგვაში დასდო ბრალი.

 

“კლუბის ახლანდელი ხელმძღვანელობა აწარმოებს არასწორ სატრანსფერო პოლიტიკას. მაგალითად, მე ტურე 32 მილიონ ევროდ ვიყიდე, ხოლო როსელმა იგი 30–თად გაყიდა. ასევე არც ის ფაქტია მართალი, რომ მე “ლურჯ–ბროწეულისფერები” ვალებში გაჭედილი დავტოვე. 2009/10 წლების სეზონში “ბარსამ” 430 მილიონი ევრო იშოვა და ამას პლიუს 140 მილიონი ევრო ტელეტრანსლიაციებისთვის და ამის შემდეგ რომელ გაკოტრებაზე და კრიზისზე მესაუბრებით? მე კი, ჩემის მხრივ ვურჩევ სანდროს ცოტა ჭკუით მიუდგეს ყველაფერს, რაც “ბარსელონას” ეხება.” –განაცხადა ლაპორტამ AS-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში