პედროსა და სესკის მიერ “ბარსას” სასარგებლოდ გატანილი გოლების საგოლე პასის ავტორი მესი გახლავთ. სამწუხაროდ, არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა იმ ორ დარღვევებზე, რომლებიც საკუთარ საჯარიმოში მესის წინააღმდეგ ჩაიდინეს “ვალენსიას” ფეხბურთელებმა.
ფეხბურთის ვარსკვლავების ეფექტურობა ყოველთვის გოლებში არ ვლინდება. გუშინ “მესტალიაზე” გამოსულმა ლეო მესიმ ყველას დაანახა, თუ როგორ შეუძლია თამაშის მართვა. “ბარსას” “10”-ანმა ორი საგოლე პასი გააკეთა და მატჩის ბოლო წუთებზე ვილია შესანიშნავ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა გუაიტოს ბრწყინვალე თამაშის გამო, გოლის გატანა ვერ შესძლო. ბოლოს კი, მესი თვალს ადევნებდა ველასკო კარბალიოს (არბიტრს), რომელიც გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, იმის ნაცვლად, რომ ორი აშკარა პენალტი დაედო. პირველ ტაიმში ლეო მესი რამიმ წააქცია საჯარიმოში, ხოლო მეორე ტაიმში მიგელემ “იყოჩაღა”.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მესი გაცხარებული ჩანდა. იგი ხვდებოდა, რომ თავისი შესანიშნავი თამაში რეფერის მიერ წყალში იქნა ჩაგდებული. მატჩის დასრულების შემდეგ ლეო მსაჯთან მივიდა და უთხრა: “ახლა ყველაფერს ტელევიზორში ნახავ.“
მსაჯის გამო მესი ვერ დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში, რომელსაც სოლდადოსთან ერთად ლიდერობს. რაც შეეხება ასისტებს, ამ კუთხით ლეო შეუდარებელია. ჯამში, პრიმერაში ჩატარებულ მატჩებში, მესის 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს განხორციელებული.
