მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასს ლა ლიგის ყველა ტურში გააქვს

ფაბრეგასს ლა ლიგის ყველა ტურში გააქვს

გუშინ, ლა ლიგის მეოთხე ტურის ფარგლებში, “ბარსელონა” “მესტალიას” ეწვია და “ვალენსიას” დაუპირისპირდა. კატალონიელებმა სამი გოლი გაიტანეს, ვალენსიელებმა ერთი, მაგრამ თამაში მაინც ფრედ, 2:2 დასრულდა. საქმე ისაა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრების” მხრიდან აბიდალმა “იყოჩაღა” და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

დანარჩენი ორი გოლი პედროსა და ფაბრეგასის ანგარიშზეა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს აგვისტოს შუა რიცხვებში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად იქცა. გარდა იმ უდიდესი სამუშაოსა, რომელსაც სესკი მოედანზე სწევს, იგი ნამდვილ გოლეადორად ჩამოყალიბდა. პირემარას ოთხ შეხვედრაში ფაბრეგასმა ოთხი გოლის გატანა მოახერხა – თითო გოლი თითო თამაშში. აქამდე ნახევარმცველმა “ვილიარეალს”, “სოსიედადსა” და “ოსასუნას” გაუტანა. სწორედ ფაბრეგასის დამსახურებაა ის, რომ “ბარსელონამ” ვალენსიადან 1 ქულა წამოიღო.

 

სესკი ამჟამად პრიმერას ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილს ინაწილებს კასორლასა (“მალაგა”) და რონალდუსთან (“რეალი”) ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში