ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალს” ერთადერთი გზა ჰქონდა იმისათვის, რათა ეჯობნია კატალონიის “ბარსელონასთვის”. მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თვლის, რომ “თეთრებს” სერხიო აგუეირო უნდა შეეძინათ, თუ უნდოდათ “ლურჯ–ბროწეულისფერების” დამარცხება. დონ დიეგომ ასევე გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც იგი “ბლანკოსის” ფედერაციას ურჩევდა მისი თანამემამულე თავდამსხმელის ყიდვას იქამდე, სანამ იგი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდებოდა.
“მე ნამდვილად ვურჩიე “რეალს” აგუეიროს შეძენა. მას შეეძლო ძალიან კარგად ჩამჯდარიყო მათ შემადგენლობაში. სერხიოს დახმარებით, მადრიდელები ბევრად ძლიერები და კონკურენტ უნარიანები გახდებოდნენ და შეძლებდნენ “ბარსელონას” დონეზე თამაშსაც კი. მაგრამ “თეთრებმა” არ დამიჯერეს და ბევრიც წააგეს. ახლა ყველანი ვხედავთ, თუ რა კარგად თამაშობს აგუეირო “მანჩესტერ სიტიში”. იგი ყველა მატჩში გოლს იტანს და დარწმუნებული ვარ “ქალაქელები” მისი დახმარებით მრავალ ტიტულს მოიგებენ. რა თქმა უნდა ვამაყობ, რომ სერხიო ჩემი სიძეა.” –ციტირებს მარადონას სიტყვებს AP.
