მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარპინი: “მოდით ჯერჯერობით ანანიძეს მესის ნუ შევადარებთ”

კარპინი: “მოდით ჯერჯერობით ანანიძეს მესის ნუ შევადარებთ”

 

მოსკოვის “სპარტაკის” მწვრთნელმა ისაუბრა ქართველ ტალანტ ჯანო ანანიძეზე და თქვა, რომ ჯერ არ არის საჭირო მისი მესისთან შედარება. ასევე რუსმა სპეციალისტმა იმის მიზეზად, თუ რატომ არ ხვდება ჯანო ხშირად ძირითად შემადგენლობაში, გუნდში დიდი კონკურენცია მოიტანა.

 

“იმის მიზეზი, რომ ანანიძეს ხშირად მატჩის დაწყება სათადარიგოთა სკამიდან უწევს, არის კლუბში არსებული კონკურენცია ფეხბურთელებს შორის. მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მოდით ჯერჯერობით არ გვინდა იმაზე ლაპარაკი, რაც აბსურდია. ერთი “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში ხან ხვდება ხან არა, ხოლო მეორე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის, “ბარსელონას” ნამდვილი ლიდერია. ამიტომ მათი შედარება უბრალოდ არ შეიძლება. მეორეს მხრივ ჯანო დიდი ნიჭის პატრონია და შეუძლია გახდეს ტოპ–კლასის მოთამაშე. სწორედ ამიტომ მოღვაწეობს იგი მოსკოვში.” –განაცხადა კარპინმა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში