მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”ხვალ პრიმერას ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებით”

გვარდიოლა: ”ხვალ პრიმერას ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებით”

კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ხვალ გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

”ვგრძნობ, რომ ხვალ კარგი მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იქნება, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ყავთ. ”ვალენსიას” საკუთარი თამაშის ხელწერა აქვს, ისინი ძლიერები არიან თამაშის სტრატეგიით. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სამი მცველით თამაში სახიფათოა, ამიტომაც ხვალ დაცვის ხაზში 4 ფეხბურთელით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ერიკ აბიდალს, ახლა ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ტკივილები ჯერ არ გამქრალა”.

”მე გადავხედე ჩვენ მატჩს ”ოსასუნასთან” (8:0), რადგან იქ ბევრი საკითხია განსახილველი, რადგან ეს მომავალში გამოგვადგება. დასკვნა ასეთია: ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო” – დაასრულა გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში