მესი მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი სასწაულებრივი თამაში არავის უკვირს. აი, გასაკვირი ნამდვილადაა ის, თუ როგორ მოახერხა სესკ ფაბრეგასმა ასე სწრაფად ადაპტაცია და ისეთი გუდნის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბება ერთ თვეში, როგორიც “ბარსელონაა”.
მესის სახელის გვერდით აქამდე მხოლოდ ჩავი და ინიესტა მოიხსენიებოდა. ახლა კი ეს ორი ბრწყინვალე ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასმა ჩაანაცვლა. ლეომ და ფაბრემ გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულები პოულობენ და შესანიშნავ წყვილს ჰქმნიან. მათი წყვილი მიმდინარე სეზონში “ბარსასთვის” ყველაზე პროდუქტიულია. მესიმ და ფაბრეგასმა ერთად ჯამში 13 გოლი გაიტანეს, აქედან 9 გოლი ლეოს ანგარიშზეა, ხოლო 4 სესკის.
9 გოლიდან მესიმ 5 ლა ლიგაში შეაგდო, 3 ესპანეთის სუპერთასში, ხოლო ერთიც ევროპის სუპერთასში. რაც შეეხება ფაბრეს, მან სამი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო ერთიც ევროპის სუპერთასში გაიტანა. ფაბრეს გატანილი ოთხი გოლიდან, სამი ლეო მესის საგოლე პასის შედეგად გავიდა.
