მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაკარგული ქულები: სტრესი თუ ამბიციის მომცემი პირველი წამალი?

დაკარგული ქულები: სტრესი თუ ამბიციის მომცემი პირველი წამალი?

 

“სოსიედადი”–”ბარსელონა” და “ბარსელონა”–”მილანი”. ორივე ფრე. ორივე 2:2. ორივეში დაკარგული 2 ქულა. რას ნიშნავს ეს? ნუთუ კატალონიელების დრო გავიდა და დაიწყო მათი უკუსვლა?! მათ ახლა ალბათ სტრესი აქვთ და შემდეგ ტურებშიც საგრძნობლად შეეტყობათ ეს. მორჩა, აღარ ელოდოთ “ბლაუგრანასგან”, როგორც თავად უწოდებდით, არაამქვეყნიურ თამაშს და თამაშის თამაშზე ბრწყინვალედ და დამაჯერებლად მოგებას. ვერც მესი იქნება ის, რაც აქამდე იყო. საბოლოოდ მობეზრდება ეს ყველაფერი და წავა კიდეც გუნდიდან. იგივეს გააკეთებს დავიდ ვილაც. მოკლედ “ბარსა” დაიშლება და როგორც 90–იანი წლების ბოლოს, ისე იქნება ახლაც: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის იბრძოლებენ და ისიც ან გავლენ ან არა…”   <<–––––– აი, სწორედ ასე ფიქრობს უმეტესობა ფეხბურთის გულშემატკივარისა და მათ შორის ზოგიერთი “ბარსელონას” ფანებიც არიან (თუ იბრალებენ, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია და მაშინ გამოჩნდება, როდესაც კლუბს მართლა გაუჭირდება). მაგრამ მეორეს მხრივ…

 

…მეორეს მხრივ, რას მოიტანს ეს დაკარგული ქულები? თითოეულ “ლურჯ–ბროწეულისფერ” მაისურში მოთამაშე ფეხბურთელს ხომ ესმის რას ლაპარაკობს მათზე ხალხი? ისინი ხვდებიან და ხედავენ, რომ ყველა მათ უკუსვლაზე და დაცემაზე ალაპარაკდა. და რისი მომცემია ეს? ეს არის პირველი წამალი ამბიციის ასამაღლებლად. ახლა აბსოლუტურად ყველა “ბლაუგრანას”, დაწყებული ვალდესიდან დამთავრებული მესითი, სისხლი უდუღს; მათ ერთი სული აქვთ როდის მოვა შაბათი. ერთი სული აქვთ შეაბიჯონ მოედანზე და “ოსასუნაზე” ამოანთხიონ მთელი ბოღმა და ჯავრი. ხოლო როცა ისინი ამას გააკეთებენ, დაინახავენ, რომ კვლავ შეუძლიათ ის, რაც აქამდე შეეძლოთ: მეტოქის განადგურება ყველანაირად, ანგარიშითაც და თამაშითაც. ასე რომ ჯერ ისევ “ბარსელონას” დროა. იმ “ბარსელონასი”,  რომელსაც საუკუნის ბოლოს განვლილი 100 წლის საუკეთესო გუნდად დაასახელებენ. მოემზადეთ შაბათისთვის, გრანდიოზული შოუ გველის მეგობრებო, გრანდიოზული!

 

პ.ს. ვინც თამაშობს ტოტალიზატორს, მათ მივცემდი ერთ რჩევას: თუ ამ შაბათ–კვირას აპირებთ თამაშს, დაივიწყეთ “ინტერი–რომა”, დაივიწყეთ “მანჩესტერ იუნაიტედი–”ჩელსი”, დაივიწყეთ “ტოტენჰემი”–ლივერპული”, საერთოდ დაივიწყეთ ყველანაირი მატჩი და ფსონები “ბარსელონა”–”ოსასუნა” შეხვედრის მეტ ბურთზე განახორციელეთ (მინიმუმ 3.5–ზე მეტი). ეს ისე, მეგობრული რჩევის სახით 🙂

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში