მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ერთი დღე ჯოზე მოურინიოს ცხოვრებიდან

05:30 – ანონიმური ნომრით ალთინტოპთან დარეკვა და გაღვიძება.

07:00 –  მოკრძალებული საუზმე.

08:30 – ადგილობრივ მმართველობაში მისვლა და მოთხოვნა, პირადი დაცვის გამოყოფისა, რომლებიც აუცილებლად პორტუგალიელები უნდა იყონ.

09:15 – წასვლა მანქანით “ვალდებებასაზე” თუ გზაზე ბავშვებმა ან მოხუცმა გაიარა წინ, მათი უცენზურო სიტყვებით გალანძღვა.

10:00 – დაკავშირება ჰიტლერის, ბინ ლადენის სულებთან. ახალი იდეებისა და გამოცდილების გაზიარება.

12:00 – იწყება ვარჯიში, რომელსაც ესწრება მოურინიოს შვილი. 15 წუთი, სანამ პრესა ესწრება ვარჯიშს, ფეხბურთელებისგან ითხოვს ღიმილს და მხიარულ სახეებს.

 12:15 –დახურულ ვარჯიშზე სიტუაცია იძაბება,  ვარჯიშის ბოლოს დამუშავება ტეხნიკისა, თუ როგორ ავტეხოთ ჩხუბი მატჩის ბოლო წუთებზე.

13:30 –ფეხბურთელები იკრიბებიან გასახდელში და 1000–ჯერ იმეორებენ: “მოუ საუკეთესოა, მხოლოდ “მოუს” ვუყვარვართ ჩვენ”.  

14:00 – პოლიციაში შედის ანონიმური ზარი იმის შესახებ, რომ ალთინტოპი ფეხბურთელი კი არა სინამდვილეში საშიში ნარკომოვაჭრეა.

14:15 –სწრაფი სადილი. ეშმაკს არ სძინავს…

14:30 – ვიდეოგაკვეთილი

17:00 – გზაზე პოლიცია აჯარიმებს, ყვირის რომ მხოლოდ მაღალი თანამდებობის ხალხს დაელაპარაკება და არა უბრალო ოფიცრებს.

18:00 – საყვედურის გამოცხადება შვილისთვის იმის გამო, რომ ის ზედმეტ ყურადღებას აქცევს ტავის მეგობარ ხორხეს და არა საკუთარ მამას.

20:00 – იგებს რომ შვილმა, მისი ნებართვის გარეშე ისადალა, ამიტომ სკანდალს უწყობს ცოლს.

21:00 – პერესთან დარეკვა და მოთხოვნა იმისა,რომ ხვალვე შეუცვალონ “ბერნაბეუს” სახელი და დაარქვან  “ჟოზე დიდი”.

 22:30 –დაწოლა და წაკითხვა წიგნისა “მილუოკელი ყასაბი– გმირი, რომელიც არ დააფასეს”. 

02:30 –დარეკვა ალთინტოპის ცოლთან და მისი მოტყუება, ვითომ მისი ქმრის ერთ–ერთი საყვარელია.

 

ერთი დღე ხოსეპ გვარდიოლას ცხოვრებიდან

 06:00 – როგორ ყოველთვის, ფანჯარასთან მოფრინდება ანგელოზი და პეპს მის საყვარელ სიმღერას უმღერებს.

06:15 – პეპი,  რომელსაც მოკრძალებით და გაჭირვებულებზე ფიქრით დაღლილს სძინავს იღვიძებს და კოცნის: ჰანს გამპერის და იოჰან კრუიფის ფოტოებს.

07:00 –ამზადებს საუზმეს ოჯახისთვის და ღარიბთა უბანში მცხოვრები ობლებისთვის. რა თქმა უნდა, პროდუქტები მის ბაღშია მოყვანილი.

07:45 –  დილის ვარჯშისას ეხმარება კატის კნუტს ხიდან ჩამოსვლაში და მოხუცი გადაჰყავს გზაზე. იმ ადგილას, სადაც იგი ფეხს ადგამდა ამოდის ყვავილები….

08:30 – იღებს დუშს და თავისი ბავშვები ( კეიტა და მასკერანო კი არა, რომლებსაც ერთ–ერთი პრესკონფერენციაზე საკუთარი ბავშვები უწოდა) მიჰყავს სკოლაში, რომლის აშენებაშიც თვითონაც მონაწილეობდა.

09:30 – გზაში ურეკავს დალაი ლამას და მოიკითხავს, სახლში დაბრუნებული სახლს ალაგებს.

11:45 –მიდის ვარჯიშზე

12:00 – ჩერდება ბანკომატთან, ამ დროს ბანკს ძარცვავენ, ის არწმუნებს ყაჩაღებს სასრაფოდ შეწყვიტონ ძარცვა და ისნიც უსიტყვოდ უჯერებენ.

12:30 – ვარჯიში მხიარულად მიმდინარეობს, თამაშობენ ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევერები, ჟურნალისტები და ა.შ

13:45 – ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვას აძლევს ქუდს, რომელიც მისი მოქსოვილი და მოქარგულია. 

14:30 – სადილის დროა, პეპი თვითონ ამზადებს და უმასპინძლდება ყველას.

16:45 – ხვდება საგზაო საცობში და დროს მაინც არ კარგავს. წერს რამდენიმე სტროფიან ლექსს.

18:00 – ცნობილი ხდება რომ იგი გახდა გამარჯვებული ლატარია “ევრომილიონისა”. იგი დაუფიქრებლად რიცხავს კუთვნილ 160 მილიონს არასამთავრობო ორგანიზაციაში ” უსაზღვრო თავმდაბლობა”.

18:15 –ეხმარება თავის ბავშვებს (კეიტას და მასკერანოს არა) საშინაო დავალების გაკეთებაში და რეკავს უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის აყვანის თხოვნით.

21:00 –ოჯახური ვახშამი, რომელზეც რა თქმა უნდა დაპატიჟებულები არიან არალეგალი მიგრანტები. ეხმარება მათ ლეგალური სამსახურის პოვნაში.

22:30 – ვიდეოკონფერენცია ობამასთან, მერკელთან და სარკოზისთან, უზაირებს მათ გამოსავალს, როგორ დააღწიონ თავი ეკონომიკურ კრიზისს.

23:55 – ფხიზლად დაძინება,ნებისმიერ დროს შეიძლება თავის ქალაქს დასჭირდეს, ამიტომ მზად უნდა იყოს. იცით რატომ? იმიტომ რომ ეშმაკს არ სძინავს…..

 


 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში