რენან ბრესანი არის ნახევარმცველი იმ გუნდისა, რომელიც სულ მალე “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება. საუბარია კლუბზე, სახელწოდებით “ბატე ბორისოვი”.
ბრესანმა “ვიქტორია პლზენს” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გოლი გაუტანა. მოგვიანებით მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ისაუბრა თამაშით მიღებულ შთაბეჭდილებებზე და “ბარსელონასთან” შეხვედრის მოლოდინზე.
ჟურნალისტი: 28 სექტემბერს “ბატე” “ბარსელონას” უმასპინძლებს. თქვენც მიგაჩნიათ, რომ მესი, ინიესტა და კომპანია ღვთიურები არიან?
ბრესანი: დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა უბრძოლველად დანებებას არ ვაპირებთ. საერთოდ, მე ბავშვობიდან შეყვარებული ვარ “ბარსელონაზე”. რაც შეეხება მესის, ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
ჟურნალისტი: თქვენი შეხედულებით, კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია აღნიშნულ ტიტულზე?
ბრესანი: ჩავის და კრიშტიანუ რონალდუს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბატესა” და “ბარსელონას” შორის 28 სექტემბერს შედგება.
