მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნესტა: ”ჩვენ თავი ძალიან კარგად დავიცავით”

ნესტა: ”ჩვენ თავი ძალიან კარგად დავიცავით”

”მილანის” 35 წლის მცველმა, ალესანდრო ნესტამ გუშინ, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იგი ორი სიტყვით შეეხო გუშინდელ მატჩს და შეაქო ”მილანის” კარგი დაცვა.

 

”ჩვენ თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. პირველ წუთს ჩვენს აქტიურობას გოლიც მოჰყვა ”ბარსას” კარში. ამ გოლის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ”ბარსა” ორმაგი ძალებით გვიტევდა. ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ბოლომდე მაინც ვერ გავუძელით ამ ზეწოლას და ორი გოლი გავუშვით. მე მაინც ვთვლი, რომ ”მილანმა” ცუდად არ ითამაშა. რა თქმა უნდა ცოტაც გაგვიმართლა ბოლო წუთს. ჩემი აზრით, 1 – 1 ლოგიკური შედეგია. მთავარია ჩვენ ახლა შემდეგ მატჩებზე ვიფიქროთ და ადვილად დავივიწყოთ ეს მატჩი. რაც იყო, იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში