ლისაბონის “სპორტინგს” ფრანსიშკუ ტრინკაუს იჯარით აყვანა (გამოსყიდვის უფლებით) სურს და “ბარსასთან” შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ტრინკაუს შენარჩუნებას აპირებდა, რადგან ახალგაზრდა შემტევი ჩავი ერნანდესს მოსწონს და გეგმავდა, რომ მისთვის პრესეზონზე შანსი მიეცა. თუმცა, ფეხბურთელს პორტუგალიაში დაბრუნება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” პორტუგალიელი მოთამაშე 2020 წელს, “ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ შეიძინეს. 22 წლის ფრანსიშკუმ გასული სეზონი იჯარით “ვულვზში” გაატარა.
ტრინკაუს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

(გამოსყიდვის უფლებით) არა რა, აიღოს ვალდებულება თუ ძალიან ჭირდება არა და ვინც იყიდის იქ გავუშვათ, ახლა განვადებების დროა?
გამოსყიდვის უფლებით უნდა და არა ვალდებულებით. ყველა გენიოსი როგორაა ჩვენთან მიმართებაში?!
კოლადოს ტოვებენ ისედაც და მგონია ლა მასიელი ბარსა ბ-ს ყოფილი კაპიტანი რომელიც ბრწყინავდა ბარსა ბ-ში უფრო იმსახურებს შანსს ვიდრე ეს. ისე ერთი პერიოდი მაგარი აკრებილი ჰქონდა და ვირმა კუმანმა სკამზე დაალპო
არამგონია სამართლიანი კონკურენციის შეეშინდეს, უბრალოთ ბარსაში მგონი ნაცნობობით არიან ძირითადში, ტორეს ყველგან ტენიან მიუხედავად პოზიციისა , უბედურება ისაა რო ყველა პოზიციაზე ნულია ტიპი
შანსს იმსახურებს ტრინკაო
დემბელე, ტრაორე და ლუკ დე იონგი მიდის, ფატია ტრავმა აქვს 80%, ამ დროს რომ კონკურენციის შეგეშინდება მაგარი კურდღელი ხარ. ასეთი ფეხბურთელი არც არასდროს იქნება ბარსაში სათამაშოდ მზად.