workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს

გავი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს

“ბარსელონას” 17 წლის ფეხბურთელს, გავის კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.

ჟოან ლაპორტას განცხადებით, გუნდში არ ესმით, რატომ აყოვნებს მოთამაშის აგენტი შეთავაზებაზე პასუხს, მაგრამ, ამ უკანასკნელის თქმით, კატალონიელთა მხრიდან არანაირი წინადადება არ მიუღიათ.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ესპანელის სიტუაციას “ბაიერნი” აკვირდება, “ლივერპული” კი მზადაა, მისი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, რადგან ფიქრობს, რომ ასეთი ტალანტისთვის აღნიშნული ფასი ძალიან დაბალია.

მიუხედავად გაუგებრობისა, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, გავი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს და წარმატების მიღწევა მხოლოდ აქ სურს. მისი გარემოცვის მტკიცებით, ფეხბურთელმა თავის აგენტს უთხრა, რომ სხვა კლუბებისგან მიღებული შემოთავაზებები არცკი განიხილოს.

ახალგაზრდა ნახევარმცველის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს იწურება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • azulgerana
    schedule 29 მაი 2022, 15:49

    Iasnia ar Unda datovos

  • nika 54
    schedule 29 მაი 2022, 14:20

    ეს აგენტები ფეხბურთელებს უნდა ეხმარებოდენ და ამ დროს თავის საკომისიოებისთვის იბრძვიან მარტო.
    ამაზე უარესი კი მორიბას აგენტი და შლანგი დემბელეს აგენტია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 მაი 2022, 23:11

    ძაან კაი, არაა გასაშვები ბიჭი, ვოლკია ვოლკი

  • El pistolero 9
    schedule 28 მაი 2022, 20:09

    ამან და პედრიმ ისტორია უნდა დაწერონ ბარსაში რა ლივერლული

  • rivaldo80
    schedule 28 მაი 2022, 20:05

    გავის ვინ გაუშვებს უაზრო ჭორია მალე 100ზე ავა ამის ფასი. ეს რომ სხვა ლიგაში თამაშობდეს მერე ნახავდი ხალხის რეაქციებს აუ რა მაგარია ყველას მოუნდებოდა და აქ რომ არის ვითომც არაფერიი…უცნაური ხალხია ))))

  • VanillaSoul
    schedule 28 მაი 2022, 18:57

    სასწრაფოთ კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივონ. არა მგონია 3 მილიონ ხელფასზე წუწუნი დაიწყოს გავიმ. ემჩნევა კოჭებშივე რა ტალანტიცაა და ემბლემის და გუნდისთვის რო თამაშობს. პრესინგის მანქანა შეუძლია გახდეს გავის, ცოტა დაიხვეწება თან და აღარ წაამტვრევს ყოველ მეორეს კოჭებს. ყველაფერი აქვს ამ ბიჭს იმისთვის რომ პედრისთან ერთად საოცარი დუო შექმნას.

  • La Pulga10
    schedule 28 მაი 2022, 18:20

    რას ატრაკებენ ეს აგენტები ბიჭო რა ჯანდაბა უნდათ

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 მაი 2022, 18:17

    გავის შეეშვით!!! გეყოთ რააა!!!

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 მაი 2022, 18:14

    გაუხანგრძლივეთ კონტრაქტი

  • Maestro 6
    schedule 28 მაი 2022, 18:07

    გავის კონტრაქტზე დიდად არ ვნერვიულობ, თუ დარჩენა უნდა მოგვარდება ყველაფერი, არაუხოზე და ფატიზეც ეგრე იყო მაგრამ საბოლოოდ ტველაფერი დალაგდა,თუ დარჩენა უნდა და დარწმუნებული ვარ რომ უნდა, მანიშ გააფორმებს კიდეც კონტრაქტს