workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკ ფაბრეგასი: ჩავის არ ჰყავს ისეთი გუნდი, როგორსაც ისურვებდა

სესკ ფაბრეგასი: ჩავის არ ჰყავს ისეთი გუნდი, როგორსაც ისურვებდა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი ჩავი ერნანდესზე, ფრენკი დე იონგზე, პედრისა და გავიზე საუბრობს. 

დარწმუნებული ვარ, ჩავის შემადგენლობის შეცვლა უნდა, მინიმუმ 30-40%-ით. ამჟამად მას არ ჰყავს ისეთი გუნდი, როგორსაც ისურვებდა. გვარდიოლას “სიტიში” ყველაფერი აწყობილი აქვს, ისევე, როგორც კლოპს – “ლივერპულში”.

ფრენკი დე იონგი? როცა მოლოდინები დიდია, ყველაფერი რთულდება. ფრენკი მომწონს, ის ხაზებს შორის ბურთით კარგად მოძრაობს. დე იონგს მხოლოდ ბოლო პასი აკლია.

პედრი გასაოცარია, ის სუპერვარსკვლავი გახდება. გონსალესი ისეთი კარგია, რომ მწვრთნელს სურს, ყოველდღე მოედანზე ჰყავდეს. გავიც ძალიან კარგია, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.

– განაცხადა ფაბრეგასმა, რომელიც “ბარსაში” 2011/14 წლებში ასპარეზობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 მაი 2022, 16:00

    ხოდა ეს 17 წლის ბიჭი უნდა დაჭკვიანდეს დროზე, თორემ უკვე გასაცვლელების სიაში ჩასვეს.

  • M10 S9 D11
    schedule 28 მაი 2022, 11:21

    დაცვა თუ არ გაუძლიერეს ესე ვიწვალებთ სულ

  • Davita
    schedule 28 მაი 2022, 09:21

    ბოლო პასი რომ აკლია ეგაა უბედურება, ჩამშლელზეც უვარგისია და ცენტრშიც, სანამ ფასი აქვს უნდა გაყიდონ, ერთადერთი სარგებელი დეიონგისგან იქნება ის თუ 100 ლიმონად გასუხარდება

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 მაი 2022, 00:49

    მალე ფეხდე დადგება და ისევ ისეთი ბარსა იქნება

  • El pistolero 9
    schedule 28 მაი 2022, 00:33

    მგონია ამისგან კარგი მწვრთნელი დადგება