ავტორიტეტულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა, Forbes-მა 2022 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები დაასახელა.
“ბარსელონა” შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით ჩამოქვეითდა და მეორე პოზიცია დაიკავა. კატალონიური კლუბის ღირებულებამ 5 მილიარდი ევრო შეადგინა.
ათეული ასე გამოიყურება:
- მადრიდის “რეალი” – 5.1 მილიარდი
- “ბარსელონა” – 5 მილიარდი
- “მანჩესტერ იუნაიტედი” – 4.6 მილიარდი
- “ლივერპული” – 4.45 მილიარდი
- “ბაიერნი” – 4.275 მილიარდი
- “მანჩესტერ სიტი” – 4.25 მილიარდი
- “პარი სენ-ჟერმენი” – 3.2 მილიარდი
- “ჩელსი” – 3.1 მილიარდი
- “იუვენტუსი” – 2.45 მილიარდი
- “ტოტენჰემი” – 2.35 მილიარდი
ეს კი ჰალაზე გამოქვეყნებული ათეულია, გასაგებია რომ სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებია, მაგრამ ამხელა განსხვავება?
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული
KPMG-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე წელი ზედიზედ, ლიდერობას არავის უთმობს „რეალი,“ რომლის ღირებულებაც 3,184 მილიარდ ევროს შეადგენს. მეორე პოზიციაზეა „მანჩესტერ იუნაიტედი,“ ხოლო მესამეზე „ბარსელონა.“
1. „რეალი“ – 3,184 მლდ. ევრო;
2. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 2,883;
3. „ბარსელონა“ – 2,814;
4. „ბაიერნი“ – 2,749;
5. „ლივერპული“ – 2,556;
6. „მანჩესტერ სიტი“ – 2,483
7. „ჩელსი“ – 2,179;
8. „პსჟ“ – 2,132;
9. „ტოტენჰემი“ – 1,912;
10. „იუვენტუსი“ – 1,597.
მეორეზე რომ არიან არ გიკვირთ? ასეთ დაქცეულ კლუბში 5 მილიარდს არავინ გადაიხდის.
კლუბის
ეს კლუბის ფასია თუ შემადგენლობის ჯამური?
ამათ #იგ ხოარააქვთ? რა მეორე? სიტის თითო პოზიციაზე მინიმუმ 3 უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავს, პსჟს ვარსკვლავებით ჰყავს დადატენილი გუნდის რომლებსაც ხელფასი უზარმაზარი აქვთ და ჩვენ გუნდში ნახევარი მაინც ნაგავი გვყავს, რის მიხედვითაა ეს შედგენილი? არადა ამ გუნდის ნახევარში 10 ან 20 მილიონი გადაიხადონ მაქსიმუმ🤣
სიტი და პსჟ ვარსკვლავებითაა გაძეძგილი და მაინც რა ტ@აკში არიან