workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დანი ალვესით კმაყოფილია, მაგრამ…

ბარსელონა დანი ალვესით კმაყოფილია, მაგრამ…

“ბარსელონაში”, ბრაზილიელი ლეგენდის, დანი ალვესის დარჩენის-არდარჩენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. 

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” მას 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც, ფეხბურთელის პერფორმანსის გათვალისწინებით, შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” მოედანზე და მის მიღმა დანი ალვესის მიერ გაწეული სამსახურით კმაყოფილია, კლუბს სურს, 39 წლის მარჯვენა მცველთან გულწრფელი იყოს – თუ გუნდში მისი კონკურენტი მოვა (მაგალითად, სესარ ასპილიკუეტა), ბრაზილიელს სათამაშო დრო შეუმცირდება.

ალვესის ამჟამინდელი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება. დანის “ბლაუგრანაში” დარჩენა, სულ მცირე, მსოფლიო ჩემპიონატამდე უნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 27 მაი 2022, 15:50
    #8

    მერე შეუმცირდეს, უკეთესი არ არის მაინც ვეღარ ქაჩავს ფიზიკაში.

  • me da barca
    schedule 26 მაი 2022, 22:10
    #7

    ციტატა: azulgerana
    ამას უეჭველი მსოფლიოზე უნდა თამაში და მაგიტომ წვალობს ამდენს ☺️


    ამბობს კიდევაც, კი არ მალავს.

  • Maestro 6
    schedule 26 მაი 2022, 21:27
    #6

    ზამთრამდე დატოვონ ცოდოა, მსოფლიოზე უნდა აშკარად თამაში და ამხელა ლეგენდას ელემენტარული პატივი არ უნდა სცენ? ხელფასს საერთოდ არ ითხოვს თან

  • azulgerana
    schedule 26 მაი 2022, 21:23
    #5

    ამას უეჭველი მსოფლიოზე უნდა თამაში და მაგიტომ წვალობს ამდენს ☺️

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 მაი 2022, 20:47
    #4

    ერთ-ერთი ბოლო თამაში იყო, მგონი სელტასთან, მიიღებდა თუ არა ბურთს, ვიცოდი რომ დაკარგავდა, უამრავ შეცდომას უშვებს და თან შენელებულია ძაან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დასატოვებელია, გამოცდილება აქვს, ხელფასი არა, და კლასნია რაა, ლეგენდაა გუნდის

  • El pistolero 9
    schedule 26 მაი 2022, 20:41
    #3

    La Pulga10,
    ჩავის ტაქტიკაში ფლანგის მცველები წინ არ ადიან უფრო გამთამაშებლების ფუნქციას ასრულებენ და წინ და უკან სირბილი არ მოეთხოვებათ ამიტომ მშვენიერი ვარიანტი იქნება ასპილიკუეტაც და ალონსოც

  • cezo45
    schedule 26 მაი 2022, 18:10
    #2

    აუ რა ასპილოკუეტა ხომარ ღადაობენ ესენი ? მაგას ისევ ბებერი ალვესი ჯობია

  • La Pulga10
    schedule 26 მაი 2022, 18:09
    #1

    ასპილიკუეტა დონეა,მარა ძაან ნელია.სისწრაფეში ყველა დაგვჩაგრავს მარცხნივ თუ ალონსო,მარჯვნივ კიდე ასპი გვეყოლება.