მაშინ, როდესაც “ბარსელონა” “ბაიერნის” ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს, გერმანული გრანდი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკვირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “რეკორდმაისტერი” ფრენკი დე იონგითა და გავით ინტერესდება. მიუნხენელებს ნიდერლანდელი დიდი ხანია, მოსწონთ, გავის კი ბოლო პერიოდში დაადგეს თვალი. “ბაიერნი” “ბარსელონასა” და 17 წლის ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებებს აკვირდება და, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდებიან, მზად იქნება, 50 მილიონი გადაიხადოს.
წყარო დასძენს, რომ “ბარსელონას” ლევანდოვსკის ტრანსფერში მემფის დეპაის ჩართვა სურს, თუმცა არაა გამორიცხული, კლუბმა გავი გამოიყენოს.
ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება დროში გაიწელა და ჟოან ლაპორტას სიტყვების შემდეგ, გარკვეული გაუგებრობაც წარმოიშვა. მოსალოდნელია, რომ “ბარსა” გავის აგენტს შეთავაზებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.




თქვენ ხოარ გაპანჭალებთ ბიჭო მთელი ბარსელონას ფასია 17 წლის ბავშვი!!! ხოარ გაუბერეთ იბიომატ
გავი ფრენკი პედრი შემდეგი სეზონიდან ძირითადის იგროკებად ზედმეტი სისულელეების გარეშე !!!
ჰეი,"რეკორდმაისტერო" ხშირათ აფრენთ ხოლმეე?
ზმეიკიანი წაბლი არ უნდათ?ერთ ბებერ ლევადოსვსკიში არ მოინდომენ ნახევარი ბარსას წაყვანა.პაშლი ანი ვჩორტუ.