ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონასა” და ავსტრალიის A ლიგის ნაკრებს შორის გამართული მატჩი, რომელიც კატალონიელებმა ანგარიშით 3-2 მოიგეს.
პირველი ტაიმში “ბარსამ” მეტოქე უსმან დემბელეს (რომელსაც საგოლე გადაცემა გავიმ მიაწოდა) გოლით (34′) დაამარცხა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა სიტუაციის შემოტრიალება მოახერხეს: 47-ე წუთზე რენო პისკოპომ წონასწორობა აღადგინა, 6 წუთის შემდეგ კი ადამა ტრაორემ (*ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავთა ნაკრების ადამა ტრაორემ) თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
მიუხედავად ამისა, ჩავი ერნანდესის შეგირდებმა შეხვედრის მოგება მაინც შეძლეს: 71-ე წუთზე ადამა ტრაორემ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით პირველი და, დიდი ალბათობით, ბოლო გოლი (კაპიტანი სერხიო ბუსკეტსის პასით) გაიტანა, 77-ზე კი ანტონიო არანდას ბრწყინვალე დრიბლინგისა და ასისტის შემდეგ ანსუ ფატიმ “ბარსელონა” კვლავ დააწინაურა: 3-2.
აღსანიშნავია, რომ “ბარსას” პირველ გუნდში არნაუ ტენასის დებიუტი შედგა – მან მეორე ტაიმში ტერ შტეგენი შეცვალა და 45 წუთი ითამაშა. 2 გოლის გაშვების მიუხედავად, ტენასს ვერცერთ მათგანში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. 20 წლის მეკარემ 2 რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, პირველი სეივის დროს კი არ გაუმართლა და გოლი დამატებაზე გაუშვა.
ასევე პირველი მატჩი ჩაატარა 21 წლის ანტონიო არანდამ – ის თამაშში 62-ე წუთზე, ალვარო სანსის ნაცვლად ჩაერთო და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არანდამ ანსუ ფატის მიერ გატანილი გამარჯვების გოლისას ბრწყინვალედ იმოქმედა.
სიდნეიში გამართულ შეხვედრას 70 174 გულშემატკივარი დაესწრო და ძალიან კარგი სანახაობა იხილა.

პასი არა ხახვი,თვითონ უნდოდა დარტყმა,უბრალოდ ფატიმ დასწრო…თუმცა დრიბლინგი კარგი ჰქონდა.
44 ნომერი არიყო ცუდი
დემბელე და ტრაორე რომ ვნახე გოლის ავტორები ეგრევე იმერული ესკიზები გამახსენდა აბა ბიჭო მთელი წელი ხმა რომ არ ამოგიღია ახლა რას გვეტყვიო ისეთია ამათი ამბავიც მთელი წელი კარის ჩარჩოში ვერ მოარტყეს ბურთი და ამ ამხანაგურში გაგიჟდა ორივე
ცხოველი ტრაორეს დარტყმული ბოლომდე ვერ მოიგერია საწყალმა მეკარემ, კიდევ კარგი ხელი არ მოტეხა.
ანსუმნეეე რა მიწუნწკლული ბავშვიაა
თამაშისთვის არ მიყურებია მარა მოკვდა ვინმე? გოლს რომ იტანდნენ ლამის ტირილს იწყებდნენ… რაარის ამხანაგურია გაიღიმე ცოტა რა დაგრუზულები თამაშობენ…
სად იყო? ვალიკოს და მეცხვარე კიკეს ხელში რო დააბლაგვა ფაქტია! მოვიდა ჩავი და აღადგინა მისი შესაძლებლობები
ტრამვები ჰქონდა
სად იყო? ვალიკოს და მეცხვარე კიკეს ხელში რო დააბლაგვა ფაქტია! მოვიდა ჩავი და აღადგინა მისი შესაძლებლობები
რას აკეთებდა 2022 წლამდე
ამ დებილმა გუნდიდან რო მიდის ეხლა ისწავლა თამაში? სად იყო 5 წელი.