ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ “ბარსელონა” მომავალი სეზონიდან რეორგანიზაციას აპირებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.
როგორც Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, მომდევნო დღეებში (21 მაისამდე) ჩავი ერნანდესს, ჟოან ლაპორტასა და სპორტულ სექტორს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები მომავალი სეზონის შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხს განიხილავენ.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გულმოდგინედ მუშაობენ და ხელსაყრელი გარიგების მიღწევას ცდილობენ, რათა კლუბმა სასურველი ფეხბურთელების გაფორმება შეძლოს.

და ისე დაუგეგმავად არ ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და თუ ხვდებიან ამ დროს არაფერზე არ ლაპარაკობენ ხოლმე?
ჩავის მჯერა, თუმცა მაგარი უცნაური გემოვნება აქვს, ფერანი და დემბელე ევასება…
ჩავი აბა შენ იცი.მკაფიოდ დაუფიქსირდ მაგ მსუქანს რა გსურს,ერთი არ შეუსრულებია…
იმედია ჩავი კიარ გაითვალისწინებს სხვების რჩევებს ტრანსფერებზე ჩავის მოუსმენენ და იმათ მოუყვანენ ვოსაც ეტყვის არსებული სიტუაციის გათვალისწინებით
ყველა ტრანსფერის ჭორზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ეს ინფორმაციაა ახლა. იმედია მალე დასახავენ გეგმებს და იმოქმედებენ შესაბამისად.