დანი ალვესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ეწურება და მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ფეხბურთელის სურვილი საჯაროდ ცნობილია – მას დარჩენა სურს, თუმცა ბორდში ერთსულოვნება არაა.
Goal-ის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, მას კლუბში მინიმუმ დეკემბრამდე დარჩენა სურს. ბრაზილიელის მიზანი ზამთარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და უნდა, ეს “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში გააკეთოს.
წყაროს თანახმად, მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მუნდიალის შემდეგ კი მოლაპარაკების მაგიდაზე კიდევ ერთხელ დასხდებიან და ალვესის მომავალს განიხილავენ.

ზის კიდევაც, მაგრამ ვინ აცალა რომ?
ცალკე დესტი ჯერ გამორეალმადრიდდა, მერე დაილეწა; რობერტო კიდევ უარესად, მინგესაზე ხომ საუბარი არაა;
ჰოდა მოუწია სირბილი ამ ბაბუაკაცს
ჩემი აზრით თუ ვინმე ნორმალურს მოიყვანენ მაინც უნდა დარჩეს ერთი სეზონი სკამზე არ აქვს პრეტენზია პოზიტივია ტიპი და კაპიკები აქვს არ წუწუნებს.
კარიერას თუ ბარსაში დაასრულებს კარგი იქნება
ზამენაზე უნდა გადაჯდეს
ხელფასი არ მოითხოვოს გაზრდილი და დეკემბრამდე იყოს, ჩავის დაცვის თავიდან აწყობა მოუწევს და ამის დახმარება ნამდვილად დასჭირდება.
ხელფასს მაინც არ იღებს და რატო არ უნდა დავიტოვოთ
ნახევარი სეზონი ან მთელი თუნდაც არაუშავს, იყოს სკამზე, ძალიან კლასნია და გასახდელში მშვენიერ ატმოსფეროს ჰქმნის