workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის შემდეგ: მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის შემდეგ: მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი “ხეტაფესთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.

მიზანი მეორე ადგილის დაკავება იყო, რაც შევასრულეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით ნოემბრიდან იანვრამდე, ეს შედეგი დამაკმაყოფილებელია.

დღევანდელი მატჩი რთული იყო. ფრე ორივე გუნდს დაეხმარა. გავიგეთ, რომ “სევილიამ” “ატლეტიკოს” გაუთანაბრა და ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რა ექნათ.

რთული სიტუაცია ისე გავანეიტრალეთ, როგორც, რამდენიმე თვის წინ, არავინ ელოდა. ახლა ერთად მუშაობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დროა.

დემბელე? სასტარტო შემადგენლობა იმის მიხედვით შევადგინე, რაც სავარჯიშო სესიაზე ვნახე. გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე, რომ უსმანს არ უნდა ეთამაშა. ტრაორეც სკამზე დარჩა. 

ვნახოთ, პუჩთან დაკავშირებით რა მოხდება. ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს. შტაბმა, მატეუ ალემანიმ და ჟორდი კრუიფმა შესანიშნავად იციან, რას ვფიქრობ. პირველ რიგში ეკონომიკური ვითარება უნდა გამოვასწოროთ. თუმცა, ტიტულებისთვის ბრძოლა გვმართებს. 

ეს ყველაფერი ფინანსურ საკითხებზეა დამოკიდებული. თუ სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, უფრო ოპტიმისტურად ვიქნები. 

ყველაფერი სწრაფად უნდა დავგეგმოთ, რადგან დიდი დრო არ გვაქვს. ახალი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ორთვენახევარი რჩება.

“რეალისთვის” კონკურენციის გაწევა ვერ შევძელით. მეორე ადგილის დაკავებით სეზონი გადავარჩინეთ, რადგან, შეიძლება, საქმე უარესად დასრულებულიყო.

საერთო ჯამში, დღეს ნორმალურად გამოვიყურებოდით, მაგრამ, შეტევაში ვერ ვიაქტიურეთ. კარგი მატჩი არ ყოფილა, თუმცა, მისია შევასრულეთ.

სირცხვილია, რომ სეზონს ტიტულის გარეშე ვასრულებთ, მაგრამ, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის საგზური მოვიპოვეთ.

გადამწყვეტ პასებში, მომენტების დასრულებასა და საჯარიმოში მოქმედებაში მოვიკოჭლებდით. უფრო თავდაჯერებულნი და ინტენსიურები უნდა ვყოფილიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ “ხეტაფე” ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, ვდომინირებდით. 

გუნდში პოზიტივი შეინიშნება. მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ზაფხულიდან ამაზე მუშაობა დაიწყება.

ორ კვირაში ფეხბურთელებთან ვისაუბრებთ და თითოეულ მათგანთან გულწრფელნი ვიქნებით. 

ალეხანდრო ბალდე დიდებულად გამოიყურებოდა. მან შეტევაში თავი გამოიჩინა და საკუთარი ხასიათი აჩვენა. ბალდეთა და მიკა მარმოლით ბედნიერი ვარ. მომავალი ნათელია.

მემფის დეპაის ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ, სერიოზული არაფერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 16 მაი 2022, 18:04

    ციტატა: tato777
    totti10,

    საიდან მოგაქვს ეს ციფრები, რომ მაყურებლების 80% ტურისტია?! ვინ გაწვდის ამ რიცხვებს? შეკითხვას დაგისვამ და კაცურად მიპასუხე: ბარსას კამპნოუზე თამაშების რამდენი წლიური აბონიმენტი იყიდება??? (წლიურ აბონიმენტს ყიდულობს ადგილობრივი გულშემატკივარი და არანაირი აზრი არ აქვს თუნდაც მე და შენთვის მაგ აბონიმენტების ყიდვას როგორც ტურისტებისთვის).

    მე პირადად კამპ ნოუზეც ვარ ნამყოფი და ბერნაბეუზეც. ბარსელონაში სტადიონის მუზეუმში რო შევსულიყავი მინიმუმ საათი ვიდექი რიგში, და სტადიონის 10-12 სალარო ერთდროულად მუშაობდა. ბერნაბეუზე წინა მარვენა მხარეს რო სალარო აქვს 5-6 კაცი ვნახე. არვიცი ვინ გულშემატკივარი იყო და ვინ ტურისტი, მაგრამ იგივე იყო მათ მაღაზიებში. კამპ ნოუს მაღაზიაში სულ რიგები იდგა და ბერნაბეუს მაღაზიაზე გაცილებით დიდი იყო. ბერნაბეუს მაღაზიაშიც 10-15 კაცი თუ მოგროვდებოდა. ეხლა რა გავიგოთ ვის მეტი გულშემატკივარი ყავს? თუ ჩემ შვილს დავუჯერებთ, რომელიც ესპანეთში უკვე თითქმის 20 წელია ცხოვრობს 2003 წლიდან, ხალხს ბარსა უყვართ, თუ რა თქმა უნდა მადრიდელები ან კასტილიელები არ არიან.

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 მაი 2022, 01:09

    რაც ჩავიმ იმ ორ თვიან მონაკვეთში გვაჩვენა ეს იყო ის თი დაახლოებით როგორ თამაშს უნდა ველოდოთ გუნდისგან, იყო ხარისხიც დაშედეგიც, მაგრამ როგორც ველოდი გუნდმა სტაბილურად ვერ დაასრულა სეზონი, შუა სეზონში რომ იწყებს ურთულესია ხოლო ახლა ჩავის გუნდის მოსამზადებლად მთელი ზაფხული აქვს,მომდევნო სეზონი ბევრად კარგი იქნება, მითუმეყეს თუ კარგი ტრანსფერები დადეს, ამ თამაშს რაც შესხება განა ვერ მოიგეს, არც სცადეს და მე მაგრამ მკიდია პირადად, ისიც ამბავია რომ ამ დაცვით გოლი არ გავუშვით, ცენტიც ძაან სუსტი გვყავდა და შეტევაც, ტორესი, დეპაი, პუჩი, ბალდე, მინგეზა, ლენგლე, 39 წლის ალვესი და 17 წლის გავი, ასევე ბებერი ბუსი და ბებერი ობამა, ამ შემადგენლობიდან მაქსუმუმ 4 იყოს მომავალ წელსაც შემადგენლობაში

  • Georgebina
    schedule 16 მაი 2022, 00:47

    "გავიგეთ, რომ "სევილიამ" "ატლეტიკოს" გაუთანაბრა და ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რა ექნათ."

    ეს რა უაზრობა რაღაც თქვა… რას ქვია არ იცოდნენ რა ექნათ? ან რატომ არიან სხვა გუნდზე დამოკიდებული? თუ გადიხარ გადი და ითამაშე ფეხბურთი, მაგას ვთხოვთ ჩავის თორემ შედეგებზე ორიენტირებული ვალვერდეც იყო, მაგრამ რათგინდა დაამახინჯა გუნდის თამაში. თუ გამოდიხარ მოედანზე გული და სული უნდა დადო, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე ხარ ან სხვა გუნდი რას შვება. თავიდან მაგ შემართებით მოვიდა ჩავი და ამ ბოლო თამაშებში ეგ ვერ დავინახე და მწყინს. გასაგებია, რომ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ როგორი შემართებით გახვალ მოედანზე ეგ ყოველ თამაშში გადამწყვეტია და იმედია ასეთი რაღაცეებისგან თავს შეიკავებს როგორც ჩავი ასევე გუნდი.

  • tbilisi
    schedule 16 მაი 2022, 00:37

    azulgerana,

    ციტატა: totti10

    ციტატა: tbilisi
    ჩვენ ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ფატიზე, ნეტავ გაამართლოს მაგრამ ძალიან მეეჭვება, მაგ 10 -იანს მემგონი გახდიან ერთი სეზონის მერე.
    ფრე აწყობდათ ორივეს და გააგორეს.
    და ამ დროს სადაა გუშემატკივარი? მერე ამბობენ ბარსას ფანები რატომ იკიდებენ ბარსასო, არადა პირველი ბარსა იკიდებს გულშემატკივრებს, ეს თამაში რა იყო?
    ერთი ვინც ამწვავებს დემბელეა და არც კი შეიყვანა.
    ეს არის კლასიკური მაგალითი რას იზამს ლევანა ბარსაში, თუ ბურთი არ მიუტანე იქნება ლუკ დეიონგი ან მაქსიმუმ ობა. ლევანა მესი არ არის რომ თვითონ შექმნას და თვითონ გაიტანოს.
    ყველა ბედნიერია და ბარსას გულშემატკივარი?
    ჩვენ ვიჩალიჩეთ , ვიწვალეთ რომ გვეყურებინა და ვინც ფული გადაიხადა? რაში? რა ნახეს? ეს ბარსაა? არ ვიცი, არ ვიცი. სად ვართ?

    გულშემატკივრობა იცი რას ნიშნავს???? ანუ მილანის ფანები სტადიონზე არ უნდ ადადიოდნენ რადგან ის მეგა გუნდი აღარაა და შეიძება ვერც დაბრუნდეს იქ სადაც იყოო??? ამიტომ უნდა დიაკიდოს ფანებმა? ფანი მაშნხარ წირშიც რომ ზურგს არ აქცევ, მაგრამ ბარსლეონას ოდითგანვე… ფნაობა ყავდა, შნე ფანს ნუ ეძახი მოედანზე ვინც ზის იქ 80% ტურისტია, 10 % სეპარატისტი და 10 % ფანი ორივე გუნდის ოღონს . რაც აინტრაახტთან მხოდა ფანიან პრეზიდენტიანა აი მარტო ამიტომ არ უდნა გასული ვნენ მოედანზე დ აავტომატურად წაეგოთ 2-3 მატჩი და მერე მხივდებოდ აორივე რა… არიცან 😉

    გაიხარე ძმაო შენი აზრი რომ გამოთქვი მაგრამ მე ვაბშე არ მაინტერესებს მილანი ,შმილანი., თავის ფანებით და შმანებით (შეურაცხყოფად არ მიიღოს მილანის გულშემატკივრებმა) მე ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი და ამ აზრზე ვარ რაც ვთქვი და მე თვითონ გამიხარდება რომ ვცდებოდე. ისე გეტყობა სულ კამპ ნოუზე ხარ, სულ ზუსტად გამოთქვი პროცენტებში, ვინ გულშემატკივარია , ვინ ტურისტი და ვინ სეპარატისტი smile არ გინდა ძმა, ციტირებები და ა.შ. შენ შენი აზრი გამოთქვი, სხვა თავისას იტყვის და ასე იქნება, მე არ მომეწონა დღევანდელი თამაში და ვერც მომავლის პერსპექტივა დავინახე თუ ბალასტი არ გაიყიდა და . . .

  • azulgerana
    schedule 16 მაი 2022, 00:08

    ციტატა: tbilisi
    ჩვენ ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ფატიზე, ნეტავ გაამართლოს მაგრამ ძალიან მეეჭვება, მაგ 10 -იანს მემგონი გახდიან ერთი სეზონის მერე.
    ფრე აწყობდათ ორივეს და გააგორეს.
    და ამ დროს სადაა გუშემატკივარი? მერე ამბობენ ბარსას ფანები რატომ იკიდებენ ბარსასო, არადა პირველი ბარსა იკიდებს გულშემატკივრებს, ეს თამაში რა იყო?
    ერთი ვინც ამწვავებს დემბელეა და არც კი შეიყვანა.
    ეს არის კლასიკური მაგალითი რას იზამს ლევანა ბარსაში, თუ ბურთი არ მიუტანე იქნება ლუკ დეიონგი ან მაქსიმუმ ობა. ლევანა მესი არ არის რომ თვითონ შექმნას და თვითონ გაიტანოს.
    ყველა ბედნიერია და ბარსას გულშემატკივარი?
    ჩვენ ვიჩალიჩეთ , ვიწვალეთ რომ გვეყურებინა და ვინც ფული გადაიხადა? რაში? რა ნახეს? ეს ბარსაა? არ ვიცი, არ ვიცი. სად ვართ?

    სამწუხაროდ მართალი ხარ

  • tbilisi
    schedule 16 მაი 2022, 00:02

  • La Pulga10
    schedule 16 მაი 2022, 00:00

    გაამელოტებენ ამ კაცსაც ხო ვიცი :დდ არაუშავს ვარდი უეკლოდ ვის მოიკრეფია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 მაი 2022, 23:57

    გენაცვალე ჩავი ოღონდ ახლა ბოლო ტურში ვილიარეალი გვხვდება და იმედია მთელი ძალით და მოტივაციით გაიყვან გუნდს მოედანზე, ბოლო ტურია და ენერგიის დაზოგვა აღარაა საჭირო, თან კამპ ნოუზეა თამაში და ასიამოვნე ფანები ამ სეზონში ბოლოჯერ რა❤