“ბარსელონა” ჟორდი ალბას შემცვლელს ეძებს, ვინაიდან 33 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთადერთი მარცხენა მცველია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” დორტმუნდის “ბორუსიას” განაპირა მცველი, რაფაელ გერეირუ შესთავაზეს, რომელიც კატალონიურ გრანდში თამაშზე ოცნებობს.
28 წლის პორტუგალიელს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მისი გახანგრძლივება არ სურს. გერმანელები მას 8-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
“ბარსელონას” პრიორიტეტი მარცხენა მცველის პოზიციაზე მარკოს ალონსოა, რომელსაც “ჩელსისთან” ხელშეკრულება ასევე 2023 წელს უმთავრდება. კატალონიელები ალექს გრიმალდოსა და სერხიო რეგილონის ტრანსფერსაც განიხილავენ.
კარგი ფეხბურთელია ძალიან გერეირუ, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, კარგი მეპასეა და კარგი დარტყმაც აქვს, პასის კულტურა და ტექნიკაც არ დაეწუნება.
ჯარიმების დამრტყმელი თუ უნდათ გრიმალდო ან ალონსო
მე არვიცი ეს რას თამაშობს, მაგრამ დორტმუნდის ძირითადში თუა 8-10 მილიონი როგორ არ ღირს.
პორტუგალიელი და ბარსა ისეა ერთმანეთთან როგორც ფერარი და ზილის კარობკა. ერთი დეკო იყო კარგი (იმიტომ რომ ბრაზილიელი იყო) და მეორე ღორი
ვადა ეწურებაო ხალხო ვადა მემრის უფასოდ დაკარგვას მოგვცემს 10 მილიონად რას კარგავს აბა ეს ჯორზეა შემჯდარი არ უნდა გახანგრძლივება. (ბოლობოლო 20 მილიონად ბარსამ კოუ გაყიდა უფასოდ დაკარგვას) წავა დორტმუნდი სხვას ნახავს. მაინც ბაიერნი იგებს ტიტულს და დიდი ამბავი თუ ვინმე გამოუცდელი ათამაშა. ეს ბარსა რო არ ენდობა ახალგაზრდებს დროულად სანამ იძულებული არ გახდება
გრიმალდო
საქმეც მაგაშია 20 მილიონად,რომ ვერ მოიყვანენ.ბევრად მეტს მოითხოვს ვალენსია 60 ლიმონს.
ბორუსია ასე იაფად არ გაყიდის კაი რომ იყოს, მითუმეტეს 28 წლის ფეხბურთელს, მოშორება უნდათ როგორც ჩანს, ვინმე ახალგაზრდაზე იჩალიჩონ ჯობია, თუარადა ლა მასიიდან ამოიყვანონ ბალდე ან ვინმე სხვა და მიცენ სათამაშო დრო, სკამიდან ვერავინ გახდება ვარსკვლავი🙄
ცუდი ნაღდად არააა პროსტა ამას ჯობია გაია მოიყვანონ 20მილიონად
გერეირო არა რონალდო კიდე
ასაკი და ფასი კარგი აქვს, მოგაყუებთ, რომ გითხრათ დორტმუნდის თამაშებს ვუყურებთქო და არ ვიცი როგორ თამაშობს.