ჩავი ერნანდესმა “სელტას” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
თამაშით კმაყოფილი არ ვარ. უფრო მშვიდები უნდა ვიყოთ და ბურთზე მეტი კონტროლი დავამყაროთ. ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ კარგი ფეხბურთის შეგრძნება არ დაგვრჩა.
არაუხო გონებაზეა და ის ღამეს საავადმყოფოში გაატარებს. თუ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, რონალდი სახლში დაბრუნდება.
გუნდი 3-4-3 ფორმაციაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ამ სისტემაზე ბევრი არ გვივარჯიშია, პუჩი მეორე ნახევარში სწორედ ამიტომ შემოვიყვანე. საქმეები კარგად არ წაგვივიდა.
დემბელე? გარდატეხის შეტანა მხოლოდ გოლების გატანა არაა. პირველი გოლი, ფაქტობრივად, უსმანს ეკუთვნის, შემდეგ მან ობამეიანგს გაატანინა. დემბელე საგოლე გადაცემებით გვეხმარება. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოგვაკლდა, როგორიცა ბუსკეტსი, პიკე, პედრი. მათი არყოფნა შესამჩნევია.
დღეს ბევრის გატანა არ დავიმსახურეთ, მაგრამ ეს შევძელით, სხვა მატჩებში კი პირიქითაა ხოლმე – მეტის გატანას ვიმსახურებთ, თუმცა გოლებს ვერ ვიტანთ.
ჰოლანდის ტრანსფერი “სიტიში”? ჩვენ ფინანსურად კონკურენციის გაწევა ვერ მოვახერხეთ. დასახელებულ რიცხვებთან შეჭიდება დაუჯერებელი იყო. სათქმელი სხვა არაფერი მაქვს, მას საუკეთესოს ვუსურვებ.
მემფისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის ლიდერია.
ანსუმ ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან დინამიური იყო. მას “ხეტაფესთან” უფრო მეტი წუთი უნდა მივცეთ.




როტაციას რო მიმართოს და პირველ ტაიმს ვვაგებდეთ მაგ დროს წავა და.მა ხო ვამბობდი დროებითია წავიდეს ჩამოახრჩეთ არაა ბარსელონას დონის როგორც გუშინ😃რაცარუნდა ქნას მაესტრომ მეც ეგრე მგონია სულ ეყოლება ამ საიტზე უკმაყოფილო ხალხი😃
Gaucho24
სიამოვნება მაგ ადამიანის ანალიზის წაკითხვა.იმას წერს ყოველთვის რაც დასანახია.რაც მეტი ადამიანი გაიაზრებს მის ნაწერს მით მეტი განათლებული გვეყოლება საიტზე🙃
ნეტა რა უნდა ქნას ხავიმ რომ არცერთი კომენტარი არ შემხვდეს მისი ლანძღვითი )))) ყველა 5:0 უნდა მოიგოს ალბათ ხო? მაგრამ მერე გალანძღავენ რა უბედურებაა ნამუსი არ აქვსო )) მოკლედ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ხავის ვერ იტანენ ბარსელონას გულშემატკივრები.
გავის ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია.
აქ უფრო ის ამბავია, რო გავი მებრძოლია და მისი შემოსვლით გუნდს თითქოს გამოეღვიძა.
ბოდიშით და ყველა ჯერზე პრეტენზიებს როგორც გინდათ ისე როგორ ატრიალებთ? 😁 გაწურული 1:0 ებს ძლივს ვიგებთო , ბევრს იტან და რატო მეტს არ ვიტანთო🤦 ხავის რატომ ტენით ყველაფერს და ინდივიდუალურად მოვიგეთო რომ იძახით მანდ თქვენ მეორე ვარიანტიც ხო არ გავიწყდებათ??? იქნებ ინდივიდუალუ დონეზე ჩასვრილი ხავიმ წამოიღო?? არ გიფიქრიათ ამაზე? რატო იფიქრებდით მთავარია ნეგატივები იფრქვეოდეს ბლომად, ძალიან კარგი ტაქტიკური ანალიზი უწერია ბენიტესის სტატიაში ჩამოუყევით კომენტარს და ნახავთ
გვარდიოლას ბარსასაც უჭირდა ასეთი თამაშების მოგება, გუნდში ინიესტა და მესი გვყავდა, ერთ კვადარატულ მეტრში სამ კაცს ატყუებდნენ ხოლმე მაგრამ ასეთ თამაშებში ხშირად ისინიც ვერ გვშველოდნენ, მთელი გუნდი დაცვში იდგა, კონტრ შეტევებზე სწრაფი ფეხბურთელები ყავდათ, ძაან რთულია ასეთი თამაშის მოგება, მითუმეტეს ლამაზი ფეხბურთით
ბეტის ძმა ყოველთვის ასე ვუგებდით 5:2 ხშირად ან 4:0 ები ანუ რა დამუღამებული აქ მაგ გუნდათ სელტაზე ვთქვი გახსნილად თამაშობს თქო და ის კი ვერ ვიფიქრე რომ დაცვაში სულ მჭიდროდ დგანან რეალსაც უჭირს ამ კლუბთან 0:1 ძლივს მოუგო ბელინგემის წყალობით და რას გინდა ვერ გავიგე სულ ფრენა ყოველ თამაშზე არცერთ კლუბს არააქვს სითი რომ სითია არც ეგაა ისეთი რომ ყველა თამაში გაიხეს შუაზე თამაშით