“ბარსელონამ” “რეალ ბეტისის” დამარცხებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა, რითაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თამაშის გარდა, ფინანსურადაც იხეირებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით 49.75 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ლა ლიგას მეორე ადგილზე დაასრულებს და ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს, დამატებით 18 მილიონს მიიღებს.
წყაროს თანახმად, ევროპა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ფინანსური სარგებელი მხოლოდ 7.854 მილიონი ევრო იქნებოდა.
“ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის დარჩენილი შეხვედრების მოგება და მეორე ადგილის შენარჩუნებაა. კლუბი “სევილიას” 3, მადრიდის “ატლეტიკოს” კი 8 ქულით უსწრებს. კატალონიელებს “სელტასთან”, “ხეტაფესა” და “ვილიარეალთან” თამაშები დარჩათ.

ანუ 68 მილიონი ჯამში;
68 მილიონი 8 მილიონის მაგივრად;
ამ ფულის დედა ვატირე, შემოიტა ფულის თემას და თითქმის ყველაფერი ლაგდება თავის ლოგიკაში, მარტო ბართომუზე არ მუშაობდა ეგ ლოგიკა, იმაზე არანაირი ლოგიკა არ მუშოაბდა გარდა გუნდის მიზანმიმართული ნგრევისა;
ვალები გასასტუმრებელია; ტრანსფერები გასაკეთებელია, გუნდი გასაძლიერებელია და ბირთვიც შესანარჩუნებელი, ლოგიკურად…
იუმჯობესებ ფინანსებს და ინარჩუნებ სტაბილურად იმას, რაც მინიმალურია; შეეფერება შენს სახელს და ავტორიტეტს;
ანუ ადგილი ლიგაზე და სუპერთასზე; შესაძლო ტიტულების მოგების პერსპექტივით
ფინანსებს გაიუმჯობესებ:
"ბალასტის მოშორებით", ზედმეტი ფეხბურთელების გაყიდვით;
ლიგაზე გასვლით და ლა ლიგაზე შესაძლო მაღალი ადგილით;
ტოტალიზატორზე მაიმუნობით; ანუ ისეთი თამაშების "გატეხვით" რასაც არავინ ელოდება და შენს მინიმუმს (2 ადგილი ლა ლიგაზე) საფრთხე არ დაემუქრება; არც დაიწვები რადგან ევროპალიგის მოგება ტიტულია და წესით უნდა იბრძოდე
3 მატჩი 8 მილიონისათვის 68 მილიონის დაკლება იქნებოდა; ეს ფული დააბალანსეს და კიდევ კაცმა არ იცის რამდენი მოხვეტეს ტოტალიზატორით
ლაპორტას უმწიკვლოებისა არ მჯერა
დაველოდოთ პრესეზონს, გაისად 6 ტიტულისათის ბრძოლა წავა
მე მგონი 2-ე ადგილს აღარ გავუშვებთ ხელიდან, სევილიასაც და ატლეტიკოსაც რეალთან დარჩათ თამაშები არა მგონია რეალმა რამე აჩუქოს. სახლში გვრჩება 2 თამაში და აუცილებლად უნდა მოვიგოთ თუმცა არც ხეტაფესთან გასვლაზე არ წავაგებთ ალბათ.
ეჰ, რა დრო დადგა, სტატიას ვკითხულობ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე. 4 წლის წინ რომ ეს მენახა სიცილით გავიგუდებოდი.
ვაა კაი თანხაა, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ მეორე ადგილი ♥️
საღოლ, არ მეგონა თუ ამდენ თანხას იძლეოდნენ.
ოჰო ეს ძაან კარგი იქნება ამ ფინანსურ მდგომარეობაში, ეს პიკე მოკლედ რა მოხერხებული და ჭკვიანია, მაგისი წყვალობით + 18 მილიონიც შეიძლება მივიღოთ