workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა-მალიორკა – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ბარსა-მალიორკა – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), ალბა (100%), ბუსკეტსი (96%) და გავი აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 64% ადამა ტრაორემ მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “მალიორკასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი.

რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2022, 13:18

    როგორც ვიწინასწარმეტყველე 2-1, სირცხვილი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 მაი 2022, 22:17

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Ასაშენებელია გუნდი თავიდან. 2 ფორვარდი სასურველია ვინგერი გვჭირდება უმაღლესი კლასის. Დემბელე უნდა გაეწუწოს სასწრაფოდ, სულ რო აქეთ იხადოს მილიონები მაინც არ უნდა დაიტოვონ, უბრალოდ სირხცვილია ეს კაცი ფეხბურთის და ასეთ ამებას რო ბარსას ფორმა აცვია ტეხავს.
    Ადამა დაბრუნდება ვულვზში, ობამეიანგი მოკლევადიანი პროექტია, დეპაიში ფული უნდა გავაკეთოთ 35-40 მილიონად ნიუკასლში მაგალითად, ფერანი იყოს სკამზე ცრუ ცხრიანად, დაასვენებს ხოლმე ფატის.
    ნახევარდაცვას ხელის ხლება არ სჭირდება, იდეალურია და მსოფკიოში საუკეთესო. Დაცვაში პიკე მალე წავა, კრისტენსენთან ერთად პაუ ტორესიც გვჭირდება რო შეუწყვილდეს არაუხოს, ასევე ფლანგის მცველები და მეკარეც, ტერ შტეგენი საშუალზე დაბალი დონე გახდა


    დეპაი 40 მილიონად და ლენგლე გავუცვალოთ პსჟ-ს მარკინიოსში.😀

  • ROUCH
    schedule 01 მაი 2022, 20:39

    რამდენი ქართველებმა 3-0 იწინასწარმეტყველეს იმდენი ამოასკდა ბასა

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 მაი 2022, 20:31

    ციტატა: Griezzy7
    ისე ფერანმა ხომ თქვა ყველაზე კომფორტულად თავს მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობო ხოდა ტორესი მარჯვნივ გაუშვას და დეპაი დააყენოს მარცხნივ იქნებ გამოვიდეს რამე თორე ფერანი მარცხნივ და დეპაი ფორვარდად საშინელებააა. ადამა კიდე ვაფშე სხვაგანაა


    ფერანს რას გაუგებს რა პოზიციისაა, წესიმ მემარჯვენე მარცხენა ფლანგზე უფროა მაგრამ რავიცი, ჩემი აზრით უფრო მეტად ცრუ ცხრიანი და ფლეიმეიქერია ვიდრე ვინგერი და ფორვარდი