ორდღიანი დასვენების შემდეგ, “ბარსელონამ” ვარჯიში გუშინ განაახლა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერჟი რობერტოს ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის მცირე დისკომფორტს გრძნობდა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ესპანელი 1 მაისს “მალიორკასთან” დაბრუნებას ვერ მოახერხებს. “ბარსას” და ფეხბურთელის გარემოცვას მაქსიმალური სიფრთხილე სურთ.
რობერტოსგან განსხვავებით, კარგად მიდის სამუელ უმტიტის საქმე. ფრანგი ვარჯიშებში მონაწილეობას იღებს და ყველაფერს აკეთებს, რომ “მალიორკას” მატჩის განაცხადში მოხვედრა შეძლოს.
დაბრუნებასთან ახლოსაა ანსუ ფატიც, რომელიც ნორმალურ ტემპში ვარჯიშობს. მოსალოდნელია, რომ ის თამაშის ნებართვას უახლოეს მატჩებში მიიღებს.

ისე არაუხო უმტიტის დუეტი ბრდღვნა იქნებოდა უმტიტი რომ ძველ ფორმაში იყოს
ამ უმტიტის რაღა ჭირს, რაც მეტს ისვენებს უფრო ურთულდება ტრამვა თუ რა უბედურებაა.
რობერტო ლენგლე მინგესა 3 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი გუნდში :დდ