workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანიმ ლევანდოვსკის კონტრაქტის პირობები გააცნო

მატეუ ალემანიმ ლევანდოვსკის კონტრაქტის პირობები გააცნო

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გუშინ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში რობერტ ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავის შეხვდა.

ალემანიმ ფეხბურთელის წარმომადგენელს განუცხადა, რომ “ბარსა” მზადაა, 33 წლის თავდამსხმელში 30-35 მილიონი ევრო გადაიხადოს და მას 2+1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

“ბლაუგრანამ” პინი ზაჰავის სთხოვა, რომ “ბაიერნზე” ზეწოლა მოახდინოს და ლევანდოვსკის გაშვება აიძულოს. პოლონელის აგენტი “რეკორდმაისტერის” წარმომადგენლებს მალე შეხვდება და კატალონიელთა შეთავაზებას გააცნობს.

ლევანდოვსკი “ბაიერნში” წლიურად 12.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, “ბარსაში” კი ხელფასის შემცირება მოუწევს, რაზეც, როგორც ცნობილია, პოლონელი თანახმაა.

ჟერარ რომერო დასძენს, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები სხვა ფეხბურთელის აგენტსაც შეხვდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2022, 18:52

    მშვენიერი ვარიანტია. მომავლის გუნდში ერთი გამოცდილი ვარსკვლავი საჭიროა და ეს იდეალური ვარიანტია ამ დროისთვის.

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2022, 18:08

    ბაიერნი იძახდა 50 მილიონად არ გავუშვებთო და ამათ კიდევ უფრო დაუწიეს ფასი. არაფრით არ გამოუშვებენ.

  • Zura Gviniashvili
    schedule 28 აპრ 2022, 16:59

    ერთი 9 მილიონზე რომ დასთანხმდეს მგონი ცუდი არაა. ორი წელი მაინც გვეყოლება გოლის გამტანი პლიუს ცალკე შემოსავლის წყაროა მაისურები და სხვადასხვა რამეებიდან

  • Dimitri359
    schedule 28 აპრ 2022, 13:57

    12.5 მილიონი ძალიან უნამუსობაა, პრემიერ ლიგაში ამის მეოთხედის დონის ფეხბურთელებს აქვთ მაგდენი

  • ROUCH
    schedule 28 აპრ 2022, 13:37

    ესეთი ტიპები ძულს დედა მიწუწულს ამნაირ კონტრაქტს ისინიც შეთავაზევენ დარწმუნებული ვარ და ეს იმათ უარს ეუნება და უფრო დაბალ ხელფასზე სხვაგან გარბის დედას გავთხარე ყველა ეგეთისას ახალგაზრდა პერსოექტიული რო იყო და ახალი გუნდი გინდოდეს მაღალ დონეზე გადადიოდე კიდე მესმის მარა ეხლა 2 პარასკები გაქ დარჩენილი კარიერაში დაეგდე რა ადგილზე

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 აპრ 2022, 13:17

    10 მლნ თუ ექნება ხელფასი რატომაც არა

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 აპრ 2022, 12:43

    ლევანა გვაწყობს, კიდევ 2-3 წელი სერიოზულად გაქაჩავს

  • La Pulga10
    schedule 28 აპრ 2022, 10:52

    ნეტა ის სხვა ვინაა