workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი ბარსელონაში ბედნიერია, კლუბი მის გაშვებას არ აპირებს | მატეო მორეტო

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში ბედნიერია, კლუბი მის გაშვებას არ აპირებს | მატეო მორეტო

ბოლო პერიოდში “ბარსელონადან” ფრენკი დე იონგის წასვლის შესახებ ბევრი იწერება. როგორც ცნობილია, ნიდერლანდელით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 24 წლის ფეხბურთელი “ბარსაში” თავს კომფორტულად არ გრძნობს და თავის მხრივ კლუბიც მზადაა, სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ, მას შეელიოს, თუმცა აღნიშნულ ცნობებს სანდო ჟურნალისტი, მატეო მორეტო უარყოფს.

წყაროს თანახმად, დე იონგი “ბარსელონაში” ყოფნით ბედნიერია, კლუბი კი მისი ყოლით ბედნიერია. კატალონიელები ფრენკის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევენ და მის გაშვებას არ აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 აპრ 2022, 17:51

    ძაანაც კაი

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2022, 13:59

    მორჩა დახურულია საკითხი.