workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ათმა ფეხბურთელმა სოსიედადთან თამაში დისკომფორტით დაასრულა

ბარსელონას ათმა ფეხბურთელმა სოსიედადთან თამაში დისკომფორტით დაასრულა

“რეალ სოსიედადთან” მოგება “ბარსელონას” ძლიან ძვირად დაუჯდა. 

შეხვედრაში, რომელიც 100 წუთზე დიდხანს გაგრძელდა, “ბლაუგრანას” საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაშავდა.

დანი ალვესმა, ჟორდი ალბამა და ჟერარ პიკემ ტრავმის გამო თამაში ნაადრევად დაასრულეს. ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ ურუგვაელის დაზიანებაზე გავრცელდა. წინასწარი შეფასებით, მისი ტრავმა სერიოზული არაა და იგი მაქსიმუმ 2 კვირას იუქმებს.

დაშავდა ჟორდი ალბაც, თუმცა მისთვის შეცვლა საჭირო არ გახდა. როგორც Sport წერს, კუნთის დაზიანება მიიღო გავიმაც. 

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ჯამში, “ანოეტა” “ბარსელონას” თითქმის ათმა ფეხბურთელმა დისკომფორტით დატოვა. მათი ნაწილი “რაიო ვალიეკანოსთან” შეხვედრაში დაისვენებს, ნაწილს კი დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩეს.

ფეხბურთელთა ტრავმიანობის ერთ-ერთი მიზეზი “ბლაუგრანას” გადატვირთული გრაფიკია. გუნდს თითქმის ყოველ სამ დღეში თამაში უწევს. ეს ჩავი ერნანდესმაც აღნიშნა და მოთამაშეების თავდადება შეაქო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • Bakero
    schedule 22 აპრ 2022, 21:00

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Bakero
    ბიჭო აი ეგ ისაკი გინდოდათ ბარსელონაში ? (ნახევარ საიტს აქ ! joy joy joy ) მეთქი ვინ ისაკი ? რა ისაკი ! თურმე ამ შვედ კარატისტზე ყოფილა საუბარი ყველა " გაასვენა " ტიპმა ვისაც მიეკარა მსაჯი ცალკე თემა იყო კიდევ! ეგ რაგბიდან გადმოუყვანიათ ლა ლიგაში მსაჯები რომ არ ჰყოფნიდათ


    ეტყობა იბრაგას ბაძავს, როგორ გინდა შვედი იყო, ახალაგზრდა, თანც არავიკინგური წარმომავლობის, აყლაყუდა 9-იანი, კარგი ტექნიკაც გქონდეს და იბრაგას არ მიბაძო?! იბრაგას შავი ქამარი აქვს და ამან რაღაც ფერისა მაინც არ უნდა დაითრიოს smiley satisfied smiley smiley
    ისე, ტექნიკაში იმ რაგნარ ლოთბროკასაც არა უშავდა, გამაკვირვა ბურთის ფლობით… სერლოტია არა? აყლაყუდა ჰალანდის ფერისა flushed


    ეგეთი სტილის ხალხი ჩვენთან რომ ვერ ამართლებენ შენ ხომ მაინც იცი ! შეიძლება სხვა გუნდებში ფანტასტიურები იყვნენ (იბრაგიმოვიჩი) მაგრამ ჩვენთან ეგ კი არა აგერ ობამეიანგი ვერ ჯდება სტილისტურად თუმცა როგორ გინდა კაცმა თქვა ობაზე ცუდი ფეხბურთელია ან რამე აკლიაო?! კარგია მაგრამ " ჩვენი " არ არის მაგრამ მაინც ვაფასებ ობას იმიტომ რომ კაცი სიბერეში ცდილობს როგორმე ბარსას მოერგოს ! კაცი მთელი მისი საფეხბურთო კარიერა სხვანაირ თამაშს არის მიჩვეული ….მართლა კარგი შვედი ჩვენთან ჰენრიკ ლარსონი იყო ! მიუხედავად იმისა რომ ისიც ძალიან გვიან მოვიდა და არც თუ ისე ბევრი ითამაშა ….

  • Albicelecte
    schedule 22 აპრ 2022, 20:22

    ციტატა: Bakero
    ბიჭო აი ეგ ისაკი გინდოდათ ბარსელონაში ? (ნახევარ საიტს აქ ! joy joy joy ) მეთქი ვინ ისაკი ? რა ისაკი ! თურმე ამ შვედ კარატისტზე ყოფილა საუბარი ყველა " გაასვენა " ტიპმა ვისაც მიეკარა მსაჯი ცალკე თემა იყო კიდევ! ეგ რაგბიდან გადმოუყვანიათ ლა ლიგაში მსაჯები რომ არ ჰყოფნიდათ


    ეტყობა იბრაგას ბაძავს, როგორ გინდა შვედი იყო, ახალაგზრდა, თანც არავიკინგური წარმომავლობის, აყლაყუდა 9-იანი, კარგი ტექნიკაც გქონდეს და იბრაგას არ მიბაძო?! იბრაგას შავი ქამარი აქვს და ამან რაღაც ფერისა მაინც არ უნდა დაითრიოს smiley satisfied smiley smiley
    ისე, ტექნიკაში იმ რაგნარ ლოთბროკასაც არა უშავდა, გამაკვირვა ბურთის ფლობით… სერლოტია არა? აყლაყუდა ჰალანდის ფერისა flushed

  • Bakero
    schedule 22 აპრ 2022, 17:59

    ბიჭო აი ეგ ისაკი გინდოდათ ბარსელონაში ? (ნახევარ საიტს აქ ! joy joy joy ) მეთქი ვინ ისაკი ? რა ისაკი ! თურმე ამ შვედ კარატისტზე ყოფილა საუბარი ყველა " გაასვენა " ტიპმა ვისაც მიეკარა მსაჯი ცალკე თემა იყო კიდევ! ეგ რაგბიდან გადმოუყვანიათ ლა ლიგაში მსაჯები რომ არ ჰყოფნიდათ

  • rivaldo80
    schedule 22 აპრ 2022, 15:41

    ჯერ ამიტომა ხავი სასწაული რომ ამ შემაგდნელობით ამ სკამით ნეხვიდან ამოიყვანა გუნდი და ისე თუ ასეე გუნდს დაამსგავსა.გრანდები როტაცის გარეშე ორი თვეც ვერ გაძლებენ დაიშლებიან და ჩვენ კიდევ მაგრად ვდგავართ.პლიუს ფაქტია და არ მჩევენება აშკარად გვჩეხავენ განზრახ და მსაჯებს კიდიათ.

  • M10 S9 D11
    schedule 22 აპრ 2022, 14:15

    რაფინიამ და ისაკმა აჩეხეს კამანდა

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2022, 13:52

    ფეხბურთელთა ტრავმიანობის ერთ-ერთი მიზეზი "ბლაუგრანას" გადატვირთული გრაფიკია.
    მარტო გრაფიკი? ზემოთ სურათზეც კარგად ჩანს ერთ-ერთი მიზეზი+კიდევ 9 ასეთი მიზეზი დარბოდა მოედანზე და ყველანაირად ცდილობდა ბარსას ფეხბურთელების მწყობრიდან გამოყვანას, ღვთის მადლით მსაჯი ხელს სულაც არ უშლიდა მათ ამის კეთებას. კარგი ის ბასკები და ნორვეგიელ, შვედებიც იყვნენ, მაგრამ ეს ჩვენი ყოფილი, ჩვენი აღზრდილი ადრე რაფინია ახლა რაფაელად წოდებული რატომ ცდილობდა ყველას დალეწვას?

    ციტატა: ROUCH
    ვერასდროს ვიტანდი ამ რაფინიას და გუშინ სუ შემზიზღდა ჩვენი მაინც არ ყოფილიყო რა უქნა ალვეშს. ერთად მაინც არ ქონდეთ ნათამაშები. ისე ვინც იცით პესჟდან გაასხმევინეს თუ გაიჯარებული ყავთ


    გაიჯარებულია.

  • ROUCH
    schedule 22 აპრ 2022, 13:38

    ვერასდროს ვიტანდი ამ რაფინიას და გუშინ სუ შემზიზღდა ჩვენი მაინც არ ყოფილიყო რა უქნა ალვეშს. ერთად მაინც არ ქონდეთ ნათამაშები. ისე ვინც იცით პესჟდან გაასხმევინეს თუ გაიჯარებული ყავთ

  • La Pulga10
    schedule 22 აპრ 2022, 12:51

    ციტატა: totti10
    ძალიან დიდი იმედი მაქვსს მუხლის დაჟეჟილობა და ძვლის დაზიანება არ ექნება არაუხოს თორემ ეგ ძალიან სავალალო იქნება, ისე რას ვუკვირდები იცი ამ თვეში უკვე მე3 ტრამვა მიიღო, აადა რომ შეხედავ ცხოველია ტიპი, მგონი არც არაუხოზე არ ღირსა დაყრდნობა 🙁 ეს დედა…. ფიზ მომზადება რა ვერ დალაგდა ბარსელონაში უკვე 10 წელზე ეს პრობლემა როა ? აი რატომ უნდა შეცვალოს ხოლმე ხშირად ფეხბურთელები და რატომ არ ვარგა 30 მატჩი ან მეტი მარტო ერთმა 11 კაცმა ითამაშOს, ხედავ როგორ გვეშინოდა რომ გავიდა არაუხო და მერე პიკე?? დანი ლავეში მართლა საშIნელებაა უკვე, უეწველი გაუშვებენ მაგას ტიპი ვეღარც კი დადიოდა , აქ არაა საუბარი ვინ არტყამდა და ვინ არა, 25 წუთის მერე ვეღარც დარბოდა და ვერც მოთხოვ 40 წლის კაცია თითქმის, ნუ ალბაზე რა ვთქვათ ისევ ის არის რაც წლეია, მაგრამ ამ მესის ძებნას ოდესმე თუ გადაეჩვევა კარგი იქნება,


    ამ თვეში პირველი ტრამვაა.კაი ხანია ტრამვა არ მიუღია.ყვითლების გამი ვერ ითამაშა რამდენიმე თამაში,მაგალითად წინა.ამ ტრამვას,რაც შეეხება ისეთი ლეწა მიხლში იმ ვირიშვილმა კიდევ კარგადაა,2 კვირა არაფერია.

  • La Pulga10
    schedule 22 აპრ 2022, 12:07

    მოკლედ მომხრე ვარ,რომ ყველას ბანი დაედოს ამ საიტზე,ვინც ერთმანეთს აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს.

  • serafime
    schedule 22 აპრ 2022, 11:48

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Karoche adminebs mivmartav,wegan erts vagine aq,xoda magis gamo bani ar damedos bichooo. Sakaifod mivyvebi saitis cxovrebas da vigac laxmachebs ar vablataaveb da sadac wavicher gamzrdels avuwiokeb egetebs, giorgi99 – ia bichebo,tqvenc xedavt ager ro zrdilobianad vitxovdi damkontaqteboda,piradshic movtxove nomeri da gushindel sheuracxyofaze metqi gavuiasneb,momayena kide sheuracxyofa da davaxure,icnobdet me magis dedaaas shevteeeneee


    Არვერევით მაგრამ მალე მოგვარდით, აქ ხალხი შემოდის განსატვირთად და თავის გუნდზე ამბების გასაგებად, იმისთვის კიარა რომ ორი ადამიანის კინკლაობას უყუროს, მშვიდობა გქონდეთ.

  • Anri17
    schedule 22 აპრ 2022, 11:24

    ბალდესაც უნდა მიეცეს შანსი ვერ ვხვდები რატო ყავთ გუნდში თუ ესე უნდა გაიწელოს ალბა იმიტო ვართ ამ დღეში

  • La Pulga10
    schedule 22 აპრ 2022, 11:19

    სუდიას ბრალია ყვითლებს არ იძლეოდა და მაგიტო უხეშობდნენ ის ვირიშვილები.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 აპრ 2022, 08:56

    ყველანაირად უნდა მოვიგოთ, თუნდაც ბალდე დააყენოს მარცხნივ, ვისაც დისკომფორტი აქვს ყველა უნდა დაასვენოს ჩავიმ

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 აპრ 2022, 07:43

    აგერ ვამბობდით ტრამვიანობამ მოუკლოთქოდა ერთად დაგვეტრამვა ახლა ყველა, ყველაზე საჭიროები ვინც არიან: არაუხო ვერა მაგრამ იმედია პიკე ითამაშებს, ალვეში და ალბასგან ერთმა მაინც ითამადოს და მეორეს დესტი შეცვლის,ბუსკეცი საჭიროა ასევე, დანარჩენების ჩანაცვლება კიდე შეიძლება, მალიორკასთან თამაშში ამაზე ცუდ დღეში ვიყავით, არაყხო მარცხენა მცველი იყო და საჯარიმოში დრიბლინგობდა, პიკე ჯარიმას ურტყვავდა და შეტევაში ჟუტგლა-ლუკი-აკომაჩი გვყავდა, მაინც მოვიგეთ და რაიოსთანაც იგივეს იმედი მაქვს, 3 ქულის

  • azulgerana
    schedule 22 აპრ 2022, 04:08

    აბა რაიოსთანაც წაგვიგია და მზად იყავით