მადრიდის “რეალის” განადგურების შემდეგ ჩავი ერნანდესის სიდიადეზე ბევრი ალაპარაკდა. ამჯერად მის გაწეულ სამუშაოზე ფაბრიციო რომანომ ისაუბრა და სხვადასხვა დეტალები გაგვიზიარა.
ჩავიმ “ბლაუგრანა” 134 დღის წინ ჩაიბარა, რაც მწვრთნელისთვის საკმაოდ მცირე დროა. ესპანელს რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, ძალიან რთულ ვითარებაში მყოფი კლუბი დახვდა. მისთვის სიტუაცია მარტივი არ ყოფილა, რადგან, როდესაც ჩავი ხარ და “ბარსელონას” წვრთნი, ზეწოლა ძალიან დიდია. სეზონის მიმდინარეობისას გუნდის თამაშზე გავლენის მოხდენა მარტივი არაა. თუმცა “რეალთან” თამაშმა ბევრი რამ დაგვანახა, “ბარსამ” შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ნათელია, რომ “ბარსელონას” გააჩნია იდეა და ფეხბურთელებმა იციან, მოედანზე რა უნდა აკეთონ.
ატმოსფერო
ჩავიმ დიდი რევოლუცია მოედნის მიღმა მოახდინა. გუნდში ატმოსფერო საგრძნობად გაუმჯობესდა, რასაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ბოლო 2 წლის განმავლობაში გასახდელ ოთახში გართულებული სიტუაცია იყო, რისი მიზეზიც ბართომეუს ბორდის მმართველობა, ლეო მესისთან დაკავშირებული საკითხები და სხვა უთანხმოებები იყო. ახლა კი განწყობა უმაღლეს დონეზეა. ჩავის სწორედ ამ მენტალიტეტის დაბრუნება სურდა. ატმოსფეროზე დიდ გავლენას ვეტერანი ფეხბურთელები ახდენენ, ერთ-ერთი ასეთი დანი ალვესია, რომლის დაბრუნებაც სწორედ “მაესტროს” სურვილი იყო. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც “ბარსელონაში” თამაშობენ.
გავლენა ტრანსფერებზე
ჩავი ტრანსფერების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. იგი ფერან ტორესს ნოემბრიდან დეკემბრამდე ყოველდღე ურეკავდა და მის დარწმუნებას ცდილობდა, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება სწორედ ჩავის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.
42 წლის სპეციალისტმა ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენთან შეთანხმებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა. იგი მათ პირადად ურეკავდა და გადაბირებას ცდილობდა.
კლუბის წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორედ მწვრთნელს, ბორდსა და პრეზიდენტს შორის არსებული დამოკიდებულებაა. ისინი საბოლოოდ ერთიანები არიან. ჩავი, მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ.
ერნანდესის როლი გადამწყვეტი იქნება ზაფხულის ტრანსფერებშიც. მწვრთნელი სამიზნეებს ხშირად ურეკავს და, ზოგ შემთხვევაში, მათ პირადადაც ხვდება.
დემბელეს სიტუაცია
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დემბელესთან დაკავშირებით სიტუაცია გართულებული იყო. ფრანგისა და მისი აგენტის უპასუხისმგებლო საქციელის გამო, გულშემატკივრები 25 წლის ფეხბურთელის გაშვებას ითხოვდნენ და სტადიონზე ობსტრუქციას უწყობდნენ. ახლა კი სულ სხვა უსმანს ვხედავთ. დემბელე უმაღლეს დონეზე თამაშობს და გუნდს ასისტებითა და გოლებით ეხმარება. ეს სწორედ ჩავის დამსახურებაა, რომელიც კლუბის შიგნით თუ საჯაროდ, დემბელეს მუდმივად იცავდა. მან სიტუაცია იდეალურად განმუხტა.
გასახსენებელია ფრენკი დე იონგის სიტუაციაც. ზამთარში ნიდერლანდელის წასვლასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა “მაესტრომ” მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი შენარჩუნება სურდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ფრენკი ფორმას იბრუნებს და კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს.
ასე რომ, ჩავი ყველგანაა. ერნანდესი კლუბის გადაწყვეტილებებში ხშირად ერევა. სწორედ მისი აქტიური ჩართულობის წყალობით დაბრუნდა “ბარსელონა”.



სწორედ ეგ ავღნიშნე, ახლა ამ კაცს უნდა აცალონ მუშაობა და ყველამ პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული მაქსიმალურად შეიწყონ ხელი.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩავიმ ეს ყველაზე კარგად იცის.
სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი, გუნდს 2-3 ტრანსფერი კიდევ უნდა, ამასობაში აკადემიის ბიჭებიც გაიზრდებიან პროფესიული დონეზე.
შენ ჩემო ძმაო ერთი დეტალი გამოგრჩა: ინიესტა და პუიოლის დაბრუნება სამწვრთვნელ შტაბში.
აი ეხლა კი სიამოვნებით ვიტყვი რომ ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა იყრის თავს.
GiorgiM86,
ფატი-მესი-ჰალანდი მინდა შეტევაში მომავალ სეზონში 🙂 აუ რა მოხდება ტრიბუნებზე ხომ წარმოგიდგენიათ? 🙂 ნახევარდაცვა: კესი-პედრი-დე იონგი. დაცვა: ასპილიკუეტა-კრისტენსენი-არაუხო-ლისანდრო მარტინესი. სათადარიგოები: გავი, ფ.ტორესი, დემბელე, ტრაორე, ობა, ბუსკეცი, დანი ალვესი, პიკე, ნიკო გონსალესი და სხვები. რაღაც არანორმალური სისასტიკე შემადგენლობა იქნება 🙂 პლუს ჩავი! კაცი ტაქტიკა! კაცი ლეგენდა! კაცი დიპლომატია! კაცი მაგია! 🙂
შემდეგ წელს ტრიპლეტს ველით😈💙❤
შესაბამისი რესურსით ეს კაცი პეპზე დიდ კვალს დატოვებს (როგორც მინიმუმ არ ჩამოუვარდება).
გვარდიოლასგან ნასწავლს + მისი საკუთარი ტვინი და ჩათვალეთ რამდენიმე წელიწადში, როცა მწვრთნელის რანგში გამოცდილებაც დაუგროვდება პეპის გაუმჯობესებულ ვერსიას ვიხილავთ.
Sky is the limit.